in ,

ბენჯამინ ბატონი ხარ ბიჭო… XXIX ტური

კრიშტიანო რონალდომ დრო გადაახვია და უცებ ახალგაზრდობაში დაბრუნდა: შაბათს კიდევ ერთელ ვიხილეთ ნამდვილი კრიშტიანო – შემართული და მონდომებული მუდმივად არის, მაგრამ ბოლო დროს, რაც დრო შეეპარა, ყოველთვის ყველაფერი როდი გამოსდის – აი ახლა კი გამოუვიდა და გულშემატკივარი ხომ ახეირა, თავადაც ერთობ კმაყოფილი გაემართა სათადარიგოთა სკამზე, როდესაც მატჩის მიწურულს შეცვალეს.
პირველი გოლი მართლაც საუკეთესო წლების მსგავსად გაიტანა – შორეული, ძლიერი დარტყმით ჩაჭედა, მესამე გოლზე კი ცაში აემართა და თავით გლიჯა.
რა ჯობია ფეხბურთს, როცა რონალდოს თამაში მისდის.
კრიშტიანოს გარდა, ამ შეხვედრას ისედაც ძალიან პრაგმატული და დიდი მნიშვნელობა ჰქოდა ოთხეულისთვის ბრძოლაში.

რონალდომ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

„ლივერპული“ კი მისდევს ამ „სიტის“ და ალბათ გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ მეტოქე სადღაც ფეხს წამოკრავს. მერსისაიდელებს მშვენიერი ტრანსფერი გამოუვიდათ, ეს ლუის დიასი ძირითადში უმალ ჩაჯდა და მაგრადაც თამაშობს. უჭირთ მისი შეჩერება მეტოქის მცველებს. ახლა საერთოდ უშიშარი გოლი გაიტანა, ფეხმოქნეულ მეკარეს არ შეუშინდა.

მოგებათა სერიას განაგრძობს “ჩელსიც”, რომელმაც ბოლო დროს ასევე ძალიან კარგი შედეგების მქონე “ნიუკასლი” მიიღო და რომ იფიქრებდი აჰა როგორც იქნა, უპატრონოდ დარჩენილი ლონდონური გუნდი ქულებს დაკარგავსო, სწორედ მაშინ გაიტანა ერთადერთი გოლი, 89-ე წუთზე კაი ჰავერცმა და “ჩელსი” მყარად დატოვა მესამეზე.

ცოტა ხნის წინ დიდებულად თამაშობდა “საუთჰემპტონი”, ახლა კი ჩავარდნა დაეწყო, ზედიზედ მესამედ წააგო, უკვე გასავრდნ ზონაში მყოფ გუნდთანაც.

თუმცა ეს არაფერია “ევერტონთან შედარებით. ლივერპულელებმა ზედიზედ მეოთხედ წააგეს (საერთო ანგარიში 0:9) და გასავრდ ზონასთან ახლოს არიან, უბრალოდ ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული და პლუს კონკურენტებიც მასავით იქცევიან და აგებენ.

მეოთხე ადგილისთვის კი გააფთრებული ბრძოლებია. თავიანთი მატჩები მოიგეს “ვესტ ჰემმა” და “არსენალმა” (მე-4 ადგილზეც გადავიდა), თავი წამოყო “ვულვზმაც” და ჯერ ნურც “ტოტენჰემს” ჩამოვწერთ.

„მანჩესტერი“ პირველია, ვინც პრემიერლიგაში 400-ჯერ მოიგო საშინაო მატჩი – 572-დან.

„მანჩესტერმა“ შეწყვიტა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია.

„ტოტენჰემს“ 5 წაგება აქვს ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში.

რონალდო 10+ გოლს ჩემპიონატში ზედიზედ 16 სეზონია იტანს.

რონალდომ კარიერაში 59-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რონალდოზე ასაკოვანს მარტო ტედი შერინგემს აქვს ჰეთ-თრიკი შესრულებული პრემიერლიგაში.

რონალდო: „უზომოდ მიხარია ჰეთ-თრიკი. „მანჩესტერმა“ დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება“.

რანგნიკმა რონალდოს ჰეთ-თრიკზე იხუმრა: „იქნებ ჯობდეს 3 დღით პორტუგალიაში გავუშვათ ხოლმე, მერე კიდევ 2 დღე არ ვავარჯიშოთ“.

კონტე: „რთულია ამ წაგების ახსნა, „ტოტენჰემს“ არ დაუმსახურებია. კარგად ვთამაშობდით“.

ჰარი კეინმა ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

კრისტიან ერიქსენმა პირველად შეასრულა შედეგიანი მოქმედება გულის გაჩერების შემდეგ – მან საგოლე პასი მისცა.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო. საერთო ანგარიშია – 21:2.

სალაჰმა 158 (115+43) ქულა დააგროვა „ლივერპულის“ რიგებში პრემიერლიგურ მატჩებში. მეტი მარტო ჯერარდს აქვს.

სალაჰი „ლივერპულის“ პირველი ფეხბურთელია 20+ გოლით პრემიერლიგის 4 სეზონში. ის ლიგის მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ამდენი შეძლო.

კლოპი: „ველოდებით, რომ „სიტი“ ყველა მატჩს მოიგებს. ჩვენ რაც შეგვიძლია ის არის, რომ რაც შეიძლება ხშირად მოვიგოთ“.

“არსენალმა” ზედიზედ 5 მატჩი მოიგო.

არტეტა: “დიდი გამარჯვება. ძალიან კმაყოფილი ვარ, მოთამაშეების ურთიერთმოქმედება შესანიშნავი იყო”.

“ევერტონის” 22 ქულა 26 მატჩში – კლუბის ანტირეკორდია.

“ჩელსიმ” ზედიზედ 5 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 11:1.

პრემიერლიგა – XXIX ტური

ბრაიტონი – ლივერპული 0:2
ბრენტფორდი – ბარნლი 2:0
მანჩესტერი – ტოტენჰემი 3:2
ჩელსი – ნიუკასლი 1:0
ევერტონი – ვულვერჰემპტონი 0:1
ლიდსი – ნორვიჩი 2:1
საუთჰემპტონი – უოტფორდი 1:2
ვესტ ჰემი – ასტონ ვილა 2:1
არსენალი – ლესტერი 2:0

ორშაბათი, 14 მარტი
კრისტალ პალასი – სიტი

გამოტოვებული მატჩები, 10 მარტი
ლიდსი – ასტონ ვილა 0:3
ნორვიჩი – ჩელსი 1:3
საუთჰემპტონი – ნიუკასლი 1:2
ვულვერჰემპტონი – უოტფორდი 4:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის კარგი მატჩი: ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში

ბაიერნი შანსს იძლევა, ჰერტას ტაიფუნი მოაშორეს – XXVI ტური