in

გოჩოლეიშვილმა პირველი გაიტანა, კიტემაც, ხოჭოლავამ ისევ ითამაშა… ლეგიონერები

გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. დონეცკის „შახტარი“ სტუმრად ოდესის „ჩერნომორეცს“ შეხვდა – 2:2. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა. გოჩოლეიშვილმა მე-18 წუთზე სტუმრები დაააწინაურა (2:1).
ქართველმა მცველმა „შახტარში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

დათა ხოჭოლავა მოულოდნელად გამოჩნდა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში ლიდერ „ნორდშელანდის“ წინააღმდეგ, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო. მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებში ხოჭოლავა ტრავმის გამო არ ჩამოვიდა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა ეს ვენის „რაპიდთან“ დაპირისპირებაში მოახერხა, რომელიც მისმა გუნდმა შინ 3:1 მოიგო.
კიტეიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, გოლის გატანა კი 7 წუთში შეძლო.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში შინ ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ შეხვდა – 1:1.ბუდუ სათადარიგოებში იყო და 81-ე წუთზე შევიდა. ჩვენიანს წამატებულ მე-3 წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარემ ბურთი აუღო და სტუმრები გადაარჩინა.

კვიპროსში, გასავარდნ ჯგუფშია „ანორთოსისი“, რომელსაც იშვიათი რამ შეემთხვა.
„ნეა სალამინასთან“ 4:4 ითამაშა, არადა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 4:1 იგებდა.
გიორგი ლორიამ 4 გოლი გაუშვა და ამდენი სეივიც შეასრულა. მართალია გოლები ახლო მანძილიდან გავიდა, მაგრამ რომელიმეში ქართველ მეკარეს გუნდის გადარჩენა შეეძლო.
ავთო ებრალიძე 76-ე წუთზე შევიდა.

ირანში გამარჯვების გოლი გაიტანა გიორგი გველესიანმა, რომლის „პერსეპოლისმა“ სტუმრად 1:0 აჯობა „რაფსანჯანს“. ქართველმა მცველმა 30-ე წუთზე 11-მეტრიანი გაიტანა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

მოსკოვის „დინამოს“ ძირითადში ითამაშეს ჩვენი ნაკრების წევრებმა. საბა საზონოვი 79-ე წუთზე შეცვალეს, ლუკა გაგნიძემ ბოლომდე ითამაშა „სოჩისთან“ წაგებულ მატჩში 0:2.ბაქოს „ნეფთჩი“ სტუმრად 1:1 დაუზავდა „ზირას“. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ვატო არველაძე 74-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში მორიგი გოლი გაიტანა და „ნიუკასლ ჯეთსს“ ლიდერ „მელბურნ სიტისთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა, 1:1. ჩვენიანმა მ თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა, პენალტიდან გაუტანა და თავისიანები დააწინაურა.
მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა დარცმელია განაცხადში ვერ მოხვდა.

გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში ტრნავას „სპარტაკს“ ესტუმრა – 0:0. სამივე ჩვენიანი ძირითადში იყო, ჩაკვე ბოლო წამებზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამი შვიდიანი: დინამოებმა ლიდერობა შეინარჩუნეს – ეროვნული ლიგა

რა კარგია ხვიჩას მაისური: ჩხუბი გვირაბში და დასამშვიდებელი კვარა – რატომ წააგო ნაპოლიმ