in ,

ქართული გოლები აზერბაიჯანიდან მალაიზიამდე: ბუდუმ ისევ გაიტანა, კიტე ისევ დაშავდა – ნახე მიქაუტაძის გოლი

კარგი უიქ-ენდი გამოუვიდათ ჩვენს ლეგიონერებს. მაგრამ ერთი ცუდიც მოხდა – კიტეიშვილმა კვლავ ტრავმა მიიღო. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია და ოთარი შეძლებს ნაკრების დახმარებას ივნისის მატჩებში.

ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა, გოლი კი გიორგი ბერიძის შეტევას მოჰყვა. „უიპეშტის“ ქართველმა თავდამსხმელებმა ეს ლიდერ „ფერენცვაროშთან“ მოახერხეს. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ბერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს. „ფერენცვაროშის“ განაცხადში კი სამწუხაროდ, გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი ვერ ხვდებიან. ამ გუნდს შეგახსენებთ რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სტანისლავ ჩერჩესოვი წვრთნის.
გიორგი ბერიძემ მე-6 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ზივზივაძემ გაიტანა. „უიპეშტმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 1:2 დამარცხდა, ხოლო „ფერენცვაროშმა“ ამ მოგებით ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა, შესაბამისად ხარაიშვილი და დვალიც ჩემპიონობები გახდნენ.

გოლით, და თან ძალიან მნიშვნელოვანით, გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ. „სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის პირველი „მოლენბეკთან“ სტუმრად ითამაშა და სწორედ ქართველის მიქაუტაძის შესანიშნავი გოლით 1:0 მოიგო.
განმეორებითი მატჩი 30 აპრილს ლიეჟში, „სერენის“ სტადიონზე გაიმართება.

აზერბაიჯანში დავით ვოლკოვმა უგოლო სერია შეწყვიტა და წელს პირველად გაიტანა. ევროსაგზურისთვის მებრძოლმა „ზირამ“ 26 წლის ქართველი თავდამსხმელის გოლით მოიგო. ჩვენიანი შეცვლაზე შევიდა გადაწმყვეტი ბურთი 90+1-ე წუთზე შეაგდო.

გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. „ულსანი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ჩინურ „გუანჯოუს“ მალაიზიაში შეხვდა, სადაც ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს და დაამარცხა – 5:0. ვაკო 63-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში გაიტანა.

გერმანია. II ბუნდესლიგა. გურამ გიორბელიძემ (“დინამო” დრეზდენი) შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო “ფორტუნასთან” სტუმრად ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში.

გიორგი ჩაკვეტაძე (“ჰამბურგი”) სათადარიგო იყო “რეგენსბურგთან” სტუმრად მოგებულ (4:2) მატჩში.

პორტუგალია. ლიგა პორტუგალი. გიორგი აბურჯანიამ (“ჟილ ვისენტე”) 86-ე წუთამდე ითამაშა “პასუშ ფერეირასთან” შინ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში. “ჟილ ვისენტე” ევროსაგზურისთვის იბრძვის.

ავსტრია. ბუნდესლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. ლუკა ლოჩოშვილმა (“ვოლფსბერგი”) შეუცვლელად ითამაშა კლაგენფურტის “აუსტრიასთან” სტუმრად მოგებულ (3:2) მატჩში.

ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში “რაპიდთან” საგარეო შეხვედრაში (1:1), თუმცა ოთხ წუთში ტრავმა მიიღო და იძულებით დატოვა მოედანი. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულადაა დაშავებული საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.

თურქეთი. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძემ (“ჰათაისფორი”) შეუცვლელად ითამაშა “ბაშაქშეჰირთან” სტუმრად წაგებულ (0:3) მატჩში.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) 75-ე წუთიდან ითამაშა “სტალთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩში.

ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე (“რაკოვი”) სათადარიგოები იყვნენ “ლეჩნასთან” შინ მოგებულ (2:1) შეხვედრაში.

ოთარ კაკაბაძემ (“კრაკოვია”) 76-ე წუთიდან ითამაშა “რადომიაკთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.

გიორგი წიტაიშვილის “ვისლა” (კრაკოვი) დღეს უმასპინძლებს პლოცკის “ვისლას”.

დანია. სუპერლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. დავით ხოჭოლავა (“კოპენჰაგენი”) 75-ე წუთზე შეცვალეს “რანდერსთან” შინ წაგებულ (0:1) მატჩში.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. ქართველების “სლოვანმა”, რომელმაც უკვე იზეიმა ჩემპიონობა, სტუმრად 0:2 წააგო “დუნაისკა სტრედასთან”. ჯაბა კანკავა ბოლომდე მოედანზე იყო, კაშია 76-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრალია. A-ლიგა. ბექა მიქელთაძემ (“ნიუკასლ ჯეტსი”) შეუცვლელად ითამაშა “სენტრალ ქოსთთან” შინ წაგებულ (2:4) მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონი ინტერი გახდება – XXXIV ტური

22 300 მატჩი, 1258 ტროფეი, 58 900 გოლი – პოლონელი პაველი გინესის რეკორდებში შევიდა