in ,

ჩემპიონი ინტერი გახდება – XXXIV ტური

სკუდეტოსთვის ბრძოლაში ორი გუნდი დარჩა, ორივე მილანური: ნეაპოლი გამოეთიშა. „ნაპოლიმ“ სულელური ქულები დაკარგა ბოლო ტურებში, 3 თამაშია ვერ მოუგია და ბუნებრივია ამოვარდა ტრიოდან. სამხრეთელები „ემპოლის“ მშვიდად უგებდნენ 2:0-ს, მაგრამ მე-80 წუთიდან მოყოლებული რატომღაც 3 გოლი გაუშვეს და წააგეს. ახლა „ნაპოლის“ ურჩევნია მე-3 ადგილის შენარჩუნებისთვის იზრუნოს, რომელსაც „იუვენტუსი“ შეეცილება. თუ „ქალბატონმა“ დღეს მოიგო, სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება.

ჩემპიონობას კი მილანელები გაითამაშებენ. „ინტერმა“ ერთი დღით ადრე ითამაშა და ულაპარაკოდ დაამარცხა ერთ დროს თავისი ჯილა მწვრთნელის, მოურინიოს „რომა“. მეტიც, იმდენად კარგად მოუგო, რომ ჟოზეს კომპლიმენტები ათქმევინა, ვისთვისაც საჩემპიონო ინტრიგა არ არსებობს, რადგან „ინტერის“ პოტენციალის სჯერა.

თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. „მილანმა“ მოახერხა ურთულესი თამაშის მოგება, სტუმრად „ლაციოსთან“ და პირველ ადგილზე დაბრუნდა. იღბალიც „როსონერისკენ“ იყო. იმობილემ მე-4 წუთზე გახსნა ამგარიში. ჟირუმ მეორე ტაიმში, 50-ზე გააყაიმა, ხოლო გამარჯვების გოლი ტონალიმ 90+2 წუთზე შეაგდო. ახლა „მილანი“ 2 ქულით უსწრებს „ინტერს“, მაგრამ ამ უკანასკნელს მატჩი აქვს თადარიგში და პოტენციური ლიდერია.

დაიძაბა ვითარება ცხრილის ქვემოთ. „ჯენოამ“ შინ „კალიარი“ დაამარცხა (ბადელი, 89 წთ), მასთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა და გადარჩენის შანსიც დაიტოვა. გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის „სალერნიტანა“, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. ამ წუთისთვის გასავარდნ ზონაში მყოფ „ჯენოასა“ და „სალერნიტანას“ 25-25 ქულა აქვთ, ხოლო სამშვიდობოს მყოფ „კალიარის“ – 28. „სამპდორიას“ – 30 ქულა, ხოლო მომდევნო ტურში სწორედ გენუური დერბია.

პიოლი: „მილანი“ შეეცდება ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას“.

მაურისიო სარი: „საკვანძო მომენტებში შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი გამოგვივიდა, მაგრამ ბევრს გაუჭირდა 90 წუთის გაძლება ჯანმრთელობის პრობლემის გამო“.

„ინტერი“ ჩემპიონატში „რომასთან“ არ აგებს ზედიზედ 10 მატჩია.

მოურინიო: „რომა“ მოიგებდა ასე რომ ეთამაშა საშუალო გუნდთან, მაგრამ „ინტერი“ საუკეთესოა სერია ა-ში. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონი “ინტერი” გახდება“.

მოურინიოს „რომამ“ ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა (პრაქტიკული არც ჰქონია). რომაელები ჩემპიონები 21 წელია არ ყოფილან, თავად ჟოზე – 7 წელია.

სერია ა – XXXIV ტური

ვენეცია – ატალანტა 1:3
ტორინო – სპეცია 2:1
ინტერი – რომა 3:1
ვერონა – სამპდორია 1:1
სალერნიტანა – ფიორენტინა 2:1
ბოლონია – უდინეზე 2:2
ემპოლი – ნაპოლი 3:2
ჯენოა – კალიარი 1:0
ლაციო – მილანი 1:2

ორშაბათი, 25 აპრილი
სასუოლო – იუვენტუსი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული დარჩა, მანჩესტერი ჩარჩა – XXXIV ტური

ქართული გოლები აზერბაიჯანიდან მალაიზიამდე: ბუდუმ ისევ გაიტანა, კიტე ისევ დაშავდა – ნახე მიქაუტაძის გოლი