in ,

ხვიჩა კვერნაძეს გამოცდის: სერია ა-ს პირველ ტურში ქართული გუნდები შეხვდნენ – ნაპოლის დეკემბერი გაუჭირდება

იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი. სერია ა სტარტს 20 აგვისტოს აიღებს, თუმცა უკვე ცნობილი გახდა კალენდარი. საინტერესოა, რომ პირველსავე ტურში ორი „ქართული“ გუნდი შეხვდა ერთმანეთს – ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად ჩავა დებიუტანტ „ფროსინონესთან“, სადაც ორიოდ დღეა გიორგი კვერნაძე ჩაირიცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ვიხილავთ ქართულ დაპირისპირებას, თუნდაც მცირე ხნით და 20 წლის ქართველ ახალწვეულს პირველსავე ტურში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.
ისე კი პირველ ტურში რაიმე განსაკუთრებული წყვილი არ დამჯდარა.

ბოლონია – მილანი
ემპოლი – ვერონა
ფროსინონე – ნაპოლი
ჯენოა – ფიორენტინა
ინტერი – მონცა
ლეჩე – ლაციო
რომა – სალერნიტანა
სასუოლო – ატალანტა
ტორინო – კალიარი
უდინეზე – იუვენტუსი

რაც შეეხება „ნაპოლისა“ და „ფროსინონეს“ პირველ ხუთ ტურს, ის ასეთი გამოვიდა:

ნაპოლი:
ფროსინონე – ნაპოლი
ნაპოლი – სასუოლო
ნაპოლი – ლაციო
ჯენოა – ნაპოლი
ბოლონია – ნაპოლი

“ნაპოლის” შედარებით რთული მეტოქე მე-10 ტურში ჰყავს, როდესაც “მილანს” უმასპინძლებს (29 ოქტომბერი). ურთულესია დეკემბერი. “ინტერი” უწევს მე-14 ტურში (3.12) და ეგრევე მე-15 ტურში გასვლაზე “იუვენტუსი” (10.12). მე-17 ტურში ასევე სტუმრად “რომა” (23.12).

ფროსინონე:
ფროსინონე – ნაპოლი
ფროსინონე – ატალანტა
უდინეზე – ფროსინონე
ფროსინონე – სასუოლო
სალერნიტანა – ფროსინონე

პირველი მილანური დერბი 17 სექტემბერს გაიმართება, ტურინული – 8 ოქტომბერს, რომაული – 12 ნოემბერს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლებრონი, შაკირა და სხვები: ლეოს და ანტონელას ცნობილი მეზობლები მაიამიში

ბათუმის ფინალში ფავორიტები გავიდნენ: ახალგაზრდულ ევროპას ინგლისი ან ესპანეთი დაიპყრობს