in

ქართველებმა ფორტუნა მოიგეს: სლოვანი ჩემპიონი გახდა

ქართველების „სლოვანმა“ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. ფორტუნა ლიგაში „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცას“ 2:1 მოუგო და სლოვაკეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

ჩემპიონობის ბედი ფაქტობრივად წინა ტურში გადაწყდა, როდესაც „სლოვანმა“ უშუალო კონკურენტი „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა და 5-ქულიანი უპირატესობის გამო დარჩენილ ორ ტურში ქულაც ჰყოფნიდა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72-ე წუთზე შეცვალეს), გურამ კაშიამ თამაში ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

დუკლა – სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (12), 0:2 ჩავრიჩი (62, პენ), 1:2 დეპეტრისი (90)

„სლოვანი“ ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა, ისტორიაში კი მეცამეტედ. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედალს პირველად აიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

ბორდომ ქულები დაკარგა, მაგრამ მეორეზე დარჩა: ზურიკო აქტიური იყო, მაგრამ მაინც შეცვალეს