in ,

ტორპედომ სამი წარადგინა: ორი ძველი და ერთი უცხოელი

ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი აიყვანა და ხელმძღვანელობამ ახალწვეულები კლუბის ბაზაზე წარადგინა. გულშემატკივრებს ლევან გეგეჭკორი, მერაბ გიგაური და პედრო მონტეირო წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ გეგეჭკორი და გიგაური „ტორპედოში“ სამი წლის წინაც თამაშობდნენ, როდესაც ქუთათურ გუნდს ყველაზე წარმატებულ პერიოდი ჰქონდა.

პორტუგალიელი პედრო მონტეირო კი გამოცდილი ცენტრალური მცველია, რომელიც თავისი ქვეყნის („ბრაგა“) და მერე კვიპროსის თასის მფლობელია (ლიმასოლის „აპოლონი“).

ამ სამი ტრანსფერის გარდა, ქუთაისლებმა „საბურთალოდან“ დაიბრუნეს შემტევი ნოდარ ქავთარაძე, ხოლო „სამტრედიიდან“ მცველი გიგი მჭედლიშვილი დაიმატეს.

ეროვნულ ლიგაში „ტორპედოს“ პირველი მატჩი 15 აგვისტოს აქვს სტუმრად „საბურთალოსთან“, თუმცა მანამდე, 7 აგვისტოს თასის შეხვედრა უწევს „ვიტ ჯორჯია 2“-თან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მწყობრშია: კვარაცხელიამ ჟირონასაც გაუტანა – ფოტო

მამარდაშვილი ძირითადში არ იყო, შეცვლაზე შევიდა: ვალენსიამ იუბილართან წააგო