in ,

ტორპედო ვარჯიშს არ აპირებს: არც ხელფასებია და შეიძლება აღარც ჩხეტიანი გამოვიდეს

ქუთაისის „ტორპედოში“ ისევ არეულობა და გაურკვეველი ვითარებაა. თითქოს უკეთესობა უნდა ყოფილიყო, ამის ერთ-ერთი დასტური გუნდში კახა ჩხეტიანის დაბრუნებაც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, „ტორპედოს“ არა და არ ეღირსა დალაგება. არც იტალიელი ინვესტორები ჩანან დიდი ხვითოები და ცარიელ დაპირებებს ისმენენ როგორც ფეხბურთელები დ კლუბის პერსონალი, ასევე გულშემატკივრები.

„ტორპედო“ ვარჯიშზე უარის თქმას აპირებს და მიზეზი გასაგებია: უხელფასობა! ეს უფულობა კი საკმაო ხანია უკვე გრძელდება – 3 თვეა „ტორპედოში“ ხელფასები არ დარიგებულა.

ცოტა ხის წინ “ტორპედოს” სპორტული დირექტორი პაპუნა მელაძე Sport4me.ge-სთან საუბარში ამბობდა, რომ კლუბში დავალიანება იყო, ფეხბურთელებსა და მენეჯმენტს ერთი თვეა ხელფასები არ აუღიათ.

თუ ასე გაგრძელდა კლუბში მისვლაზე უარს ამბობს კახა ჩხეტიანი, რომელთანაც თითქმის გადაწყვეტილი იყო 1.5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება. ქუთათურებისთვის ძალზე წარმატებული სპეციალისტი არ აპირებს კონტრაქტზე ხელის მოწერას და იტალიელების წასვლის მომხრეა.

მოკლედ, ისევ იგივე – დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება ქართული საზომით ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კოლორიტულ გუნდში.

დღეისათვის კი „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა, გუნდს 12 თამაშიდან ერთიც არ მოუგია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა, რეალი და ბაიერნი ყველაზე მდიდარ გუნდებში მოხვდნენ: Forbes

ზედიზედ 9 და ფლიკის 7: ბაიერნი უთამაშებლად გახდა ჩემპიონი