in , ,

ქუთაისის ტორპედოში ზიდანი ითამაშებს

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ფინანსური დავალიანება დაფარა და გუნდმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით “ტორპედო” მშობლიურ საღორიას ბაზაზე ემზადება და ამხანაგურ შეხვდრებსაც მართავს.

“ტორპედო” საკმაოდ საინტერესო ლეგიონერებსაც იმატებს. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მამოვალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს 32 წლის სამუელ ინკუმი. განელი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში აქვს ნათამაშები და ჩემპიონთა ლიგაზე “რომას” კარში გოლი გაუტანია, ბოლოს “სამტრედიას” ღირსებას იცავდა.

გარდა ინკუმისა, მომავალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში ზიდანი ითამაშებს. ოღონდ, ეს ზიდანი არც ალჟირელია და არც ფრანგი. 27 წლის პალესტინელი ფადი ზიდანი, ბოლოს ებრაული “რამათ განის” ღირსებას იცავდა. ზოგადად, მას კარიერის უდიდესი ნაწილი ისრაელში აქვს გატარებული.

გეტყვით იმასაც, რომ ფადი ზიდანს პალესტინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგიონერები: ვოლკოვისა და გიგაურის გოლები, შენგელიას პასი

თაღლითმა მარეზის 175 ათასით იბიცაზე დაისვენა, არმანის ჯინსები იყიდა და კაზინოებიც არ მოიკლო