in ,

მამარდაშვილი ძირითადში არ იყო, შეცვლაზე შევიდა: ვალენსიამ იუბილართან წააგო

„კასტელონის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ გუნდს „ვალენსია“ ესტუმრა და იუბილარებს დღე არ ჩაუშხამა – 1:0 მასპინძლებმა მოიგეს.

„ვალენსიამ“ თამაში ნელა დაიწყო და არც გაშვებული გოლის შემდეგ (კონე, მე-15 წთ) შეუქმნია დიდი ხიფათი. კი ცდილობდა, მაგრამ გაუჭირდა „კასტელონის“ დაცვაში ბზარის გაჩენა.

მეორე ტაიმში კი ლამის ცალმხრივი ფეხბურთი გაჩაღდა, თუმცა ამხელა უპირატესობას „ვალენსიასთვის“ შედეგი არ მოუტანია: ვერც სწრაფმა გადაცემებმა უშველა და ვერც გატუზოს შეცვლებმა. ზეწოლის შედეგად ვალენსიელებს შანსები კი მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის ამჯერად თადარიგში დარჩა (ძირითადში დომენეკი იდგა) და მწვრთნელმა მეორე ტაიმის შუისკენ, 65-ე წუთზე შეუშვა, თუმცა მიხვდებოდით, რომ ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არც ჰქონია.

„ვალენსია“ მორიგ საკონტროლო მატჩში შაბათს, 6 აგვისტოს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს „მესტალიაზე“ და ამით დაასრულებს სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედომ სამი წარადგინა: ორი ძველი და ერთი უცხოელი

18 წლამდელები ა დივიზიონში ვერ გადავლენ