in

18 წლამდელები ა დივიზიონში ვერ გადავლენ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მეოთხედფინალთან ძალიან ახლოს იყო და საამისოდ ნიდერლანდების დამარცხება მართებდა. გამარჯვებასთანაც ახლოს იყო: მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი 9 ქულით – 49:40 იგებდა. როგორც ანგარიშში სხვაობიდან ჩანს, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, თუმცა ისე მოხდა, რომ ნიდერლანდელებმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდეს და მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. ქართველების სამივე კონტრშეტევა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით დროშიც 52:49 იგებდნენ, მაგრამ აქაც სამქულიანები მივიღეთ: ჯერ ჯიბბე სიკინგმა, შემდეგ კი ლატიფ დიუფმა შორი სროლები მიითვალეს, თავისიანები 57:52 დააწინაურეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. საბოლოოდ ნიდერლანდებმა 59:52 იმარჯვა და მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა, რადგან მოგვიანებით ბულგარეთმა ნორვეგია დიდი სხვაობით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ნიდერლანდები და ბოსნია ჰერცოგოვინა გავიდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ძირითადში არ იყო, შეცვლაზე შევიდა: ვალენსიამ იუბილართან წააგო

აზაროვის ცრვენა ზვეზდა გაირკვა: როგორია კონტრაქტის პირობები და როდის ითამაშებს ირაკლი