in

მოსწავლე წავიდა, მასწავლებელი მოვიდა: რეალს ისევ კარლო ანჩელოტი გაწვრთნის

უკვე ოფიციალურად! კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელია. იტალიელმა სპეციალისტმა “რეალთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “ბლანკოსს” 2024 წლამდე უხელმძღვანელებს.

კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალს” 2013-2015 წლებშიც ხელმძღვანელობდა და “პაპა კარლომ” “სამეფო კლუბს” 2014 წელს 12-წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იმ სეზონში მადრიდელებმა ესპანეთის სამეფო თასიც მოიგეს.
2014 წელს ანჩელოტი ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. ზინედიზ ზიდანი, რომელმაც “რეალს” ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, სწორედ იტალიელი სპეციალისტის თანაშემწე იყო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმედგაცრუებულები და მოტყუებულები ვართ: ბალტიისპირილები ჩვენ მოვიწვიეთ, მაგრამ არ ვუმასპინძლეთ?

ვილი სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და მე მათ სრულად ვენდობი