in

ზიდანმა ისეთი დარტყმა მოგვაყენა, რომ რეალის კარი მისთვის სამუდამოდ დაიხურა

მადრიდის „რეალში“ ზიდანის განმეორებით დანიშვნისას კონტრაქტში საჯარიმო სანქციები შეიტანეს. იმ შემთხვევაში თუკი ფრანგი კლუბს დატოვებდა და შეთანხმებას ცალმხრივად დაარღვევდა, მას 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრებოდა.

„მადრიდის“ სპორტულმა დანაყოფმა ზიზუს სთხოვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო მეტად დაეკავებინა. თუმცა, მწვრთნელმა მათ თამაშის უფლება მხოლოდ იმის გამო მისცა, რომ ძველ შემადგენლობას ტრავმები ჰქონდა.

მენეჯერები ასევე უკმაყოფილო არიან ვინისიუსისა და ედერ მილიტაოს მიმართ გამოხატული ნაკლები ნდობის გამო. ხელმძღვანელობაში მიიჩნიეს, რომ „ჩელსის“ წინააღმდეგ საპასუხო მატჩში მოედანზე სერხიო რამოსის, ედენ აზარის და ფერლან მენდის გამოჩენით, ზიდანმა კლუბის თხოვნის საწინააღმდეგოდ პროტესტი გამოხატა.

როგორც ესპანურ ABC-ის წყარომ ამცნო, ზინედინის გადადგომის შესახებ „რეალში” რამდენიმე კვირით ადრე იცოდნენ. მწვრთნელმა წასვლამდე პაუზა აიღო, რათა ჯარიმის გაუქმებისთვის მიეღწია. „ბლანკოს“ ბოსები მის თხოვნას გაგებით მოეკიდნენ და ორივე მხარემ პრეტენზიების არქონაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა.

თუმცა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 4 დღის შემდეგ, ზიდანმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფლორენტინო პერესსა და „რეალის“ მთელ ოფისს აკრიტიკებს. ფრანგის ასეთმა საქციელმა მადრიდულ  კლუბში იმედგაცრუება გამოიწვია.
„მან ყველას გული დაგვწყვიტა. ზიდანმა ისეთი დარტყმა მოგვაყენა, რომ „რეალის“ კარი მისთვის სამუდამოდ დაიხურა. ანჩელოტი – მოწმეა“.

ზინედინ ზიდანმა „რეალი“ 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და მას 2018 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი გუნდს 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე წვრთნიდა.

„რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა. ანჩელოტი გუნდს წარსულშიც ხელმძღვანელობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანის აღზრდილმა 20 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა: სიკვდილის მიზეზად შეცდომით რასიზმი დასახელდა

L’equipe: სამთავრობო ჩარევა საქართველოს რაგბის კავშირში