in ,

ვილი სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და მე მათ სრულად ვენდობი

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთს გაეჯიბრება და ცუდი სტატისტიკის გამოსწორებას შეეცდება. აქამდე, ქართველები და რუმინელები 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 5 თამაში ვლახების გამარჯვებით დასრულდა, ორში კი, ფრე დაფიქსირდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ უპასუხეს.

ვილი სანიოლი: ეს მატჩები საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი ტაქტიკური მონახაზების დასაგეგმად

“ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველის. როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ, მნიშვნელობა არ აქვს მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობაც დაესწრება და იმედი მაქვს სტადიონზე კარგი საფეხბურთო გარემო იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები სექტემბერში განახლდება და ეს მატჩები საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა ახალი ტაქტიკური მონახაზები დავგეგმოთ, ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ, რომ კოსოვოსთან მნიშვნელოვან შეხვედრას საუკეთესო სათამაშო კონდიციებში შევხვდეთ.

შესაძლოა ჩემი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში არ თამაშობენ, მაგრამ ისინი მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან, მე მათ შემიძლია ბოლომდე ვენდო და ჩემთვის მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა”.

გიორგი აბურჯანია: ჩვენთვის მთავარი სექტემბრის ოფიციალური თამაშებია

“სავარჯიშო პროცესს პროდუქტიულად შევაფასებ. ამ შეხვედრაშიც და ნიდერლანდების წინააღმდეგადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სექტემბერში გასამართი ოფიციალური თამაშებია. ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუსაობა საამაყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და იცის ფეხბურთელებთან მიდგომა”.

​რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება დღეს ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

​ამხანაგურ შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი – ტასოს სიდიროპულოსი, პირველი ასისტენტი – პოლიხრონის კოსტარასი, მეორე ასისტენტი – ლაზაროს დიმიტრიადისი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოსწავლე წავიდა, მასწავლებელი მოვიდა: რეალს ისევ კარლო ანჩელოტი გაწვრთნის

რუმინეთის მწვრთნელი: ამ მატჩში შედეგს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ