in ,

ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი

ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე რუმინეთს დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას სადებიუტო გოლებით 2:1 დაამარცხა.

რუმინელებთან აქამდე 7-ჯერ გვქონდა ნათამაშები და მოგებული არ გვქონია (2 ფრე, 5 მარცხი) და ეს ცუდი ნავსი გავტეხეთ.

ვილი სანიოლმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა. ნაკრებში მეკარე ლაზარე კუპატაძის და ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

რუმინეთი – საქართველო 1:2

2 ივნისი. პლოიეშტი, ილიე ოანა

რუმინეთი: ვლადი, ნედელჩარუ, კირიკეში, განე, სორესკუ, მარინი (77′ სტანჩიუ), ჰაჯი (77′ კეშერუ), მაქსიმი (57′ ბუდესკუ), ოლარუ (57′ ჩიკლდაუ), ტანასე, ალიბეკი

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, აზაროვი, დაუშვილი, აბურჯანია (80′ გვილია), კვეკვესკირი (57′ კიტეიშვილი), შენგელია (57′ ლობჟანიძე), ოქრიაშვილი (66′ კაშია), მიქაუტაძე (80′ ზივზივაძე)

​სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ჯიღაური, კუხიანიძე

​მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მატჩში პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებს მიეცა. გიორგი აბურჯანიას ჩაწოდების შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი მაკრეტალათი დარტყმას ცდილობდა, მაგრამ ოქრიმ ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. პირველ ნახევარში რუმინელებს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ. რუმინელთაგან პირველი რეალური საგოლე მომენტი ჰაჯის ჰქონდა. მისი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, საბა კვირკველიამ ბურთი ცუდად მოიგერია და ის ნედელკერაუს მიუვიდა, თუმცა ლაზარე კუპატაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა.

ტაიმის მიწურულს, მოედნის ცენტრში, უწყინარ სიტუაციაში, ტანასემ ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში გრიგოლ ჩაბრაძეს იდაყვი ჩაარტყა და მოედნიდან გააძევეს. ეს უკვე ჩვენი უპირატესობა იყო და ამის გამოყენება მეორე ტაიმში შეიძლებოდა.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო. მოედანზე შეცვლაზე შესული ოთარ კიტეიშვილი მარცხენა ფლანგიდან შუაისკენ შეიწია, ზურგით მდგომმა ბურთი მიქაუტაძეს დაუტოვა და გიორგიმაც მოჭრილი ბრწყინვალე დარტყმით საქართველოს ნაკრებშიც გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში.

გაშვებული გოლიდან მალევე რუმინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. საბა კვირკველიამ საჯარიმოში ჰაჯი წააქცია და ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. კვირკველია კი მოედნიდან გააძევეს. პენალტის დარტყმისას რაზვან მარინმა ბურთი ტრიბუნაზე გაუშვა და ანგარიშიც არ შეცვლილა.

72-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ შეძლო გატანა.
აბუმ საბა ლობჟანიძის პასით ისარგებლა და სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით დაასრულა. მიქაუტაძის მსგავსად, ეს გოლი, ეროვნული ნაკრების მაისურით გიორგი აბურჯანიასთვისაც სადებიუტო იყო.
დარჩენილ დროში რუმინელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, რომელიც შეცვლაზე შესული ივანის ანგარიშზეა.

This image has an empty alt attribute; its file name is kjr_2977-1024x633.jpg

ბოლო წუთები რუმინეთი უფრო კარგად გამოიყურებოდა და საქართველოს ნაკრები უფრო გაძლებაზე თამაშობდა, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება მოვახერხეთ და რუმინეთი ისტორიაში პირველად დავამარცხეთ.

ვილი სანიოლი: წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეოკ-მა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ეკიპირება წარადგინა

ვილი სანიოლი: წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ