in

სეოკ-მა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ეკიპირება წარადგინა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ეკიპირება წარადგინეს. აღმასკომის სხდომას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

თავდაპირველად აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების შესახებ. შესავალ სიტყვაში ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დელეგაციის თითოეული წევრის პასუხისმგებლობას.

“პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა არსებითად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი. შარშანდელი მარტიდან მოყოლებული, შეწყდა საწვრთნელი პროცესი, გადაიდო ოფიციალური შეჯიბრებები და სალიცენზიო ტურნირები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ განახლდა. შესაბამისად, ფედერაციები, მწვრთნელები, სპორტსმენები აღმოჩნდნენ ურთულესი პრობლემების პირისპირ. ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, რათა შედარებით უმტკივნეულოდ დაგვეძლია ეს რთული პერიოდი, ოპერატიულად მოგვეგვარებინა პრობლემები- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა. მან სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს მოუწოდა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ ოლიმპიადამდე დარჩენილი დრო ლიცენზიანტი სპორტსმენების მაღალ დონეზე მოსამზადებლად და ტოკიოში საუკეთესო შედეგების მისაღწევად”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ფასი ისევ გაიზარდა: ხვიჩა 18 მილიონი ღირს

ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი