in ,

რუმინეთის მწვრთნელი: ამ მატჩში შედეგს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ

დღეს, რუმინეთის ნაკრები ქალაქ პლოიეშტში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. 6 ივნისს კი, მიდლსბროში ინგლისის ნაკრებს შეხვდება.

ქართველებთან მატჩამდე რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

“ეს შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებელი მატჩებია. გარდა ამისა, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად ამ მატჩებში დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არ იქნება.

გულშემატკივრების დაბრუნება ყველასთვის სასიხარულოა, ფეხბურთელებისთვისაც მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ერთ გუნდი არიან. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით.

რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. თამაშები ბუქარესტში გაიმართება და სამწუხაროდ ჩვენ ტელევიზორიდან მოგვიწევს მატჩების ყურება. ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არაუშავს ცხოვრება გრძელდება”, – თქვა მირელ რადოიმ.

ვილი სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და მე მათ სრულად ვენდობი

საქართველოს სტატისტიკა რუმინეთთან: 0 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და მე მათ სრულად ვენდობი

ინგლისის ნაკრების განაცხადი