in ,

საქართველოს სტატისტიკა რუმინეთთან: 0 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, სტუმრად, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე შედგება.

მომავალი შეხვედრის წინ თვალი გადავავლოთ როგორია საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა.

აქამდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 5 მატჩში დავმარცხდით.

გამართული 7 მატჩიდან 3 ამხანაგური შეხვედრა იყო:
1996 წლს 24 აპრილს (რუმინეთი 5-0 საქართველო) , 2008 წლის 19 ნოემბერს (რუმინეთი 2-1 საქართველო), 2016 წლის 3 ივნისს (რუმინეთი 5-1 საქართველო);

2 – 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
(საქართველო 0-2 რუმინეთი, რუმინეთი 1-1 საქართველო);

2 კი 2000 და 2004 წელს კვიპროსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (რუმინეთი 1-1 საქართველო, რუმინეთი 3-0 საქართველო).

გასულ მატჩებში მეტოქემ 19-ჯერ შეძლო ჩვენი კარის აღება, საქართველოს ნაკრებმა საპასუხოდ კი 4 გოლი გაუტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სკილზი და მისი წინაპრები: ვინ და როგორი არიან ევროპის ჩემპიონატების თილისმები

იმედგაცრუებულები და მოტყუებულები ვართ: ბალტიისპირილები ჩვენ მოვიწვიეთ, მაგრამ არ ვუმასპინძლეთ?