in ,

სკილზი და მისი წინაპრები: ვინ და როგორი არიან ევროპის ჩემპიონატების თილისმები

ევროპის ჩემპიოანტის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. გუნდები ბოლო საკონტროლო მატჩებს გამართავენ და შეუყვებიან საკუტარი ამოცანების და მიზნების განხიორციელებას.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა გახლავთ ბიჭუნა სკილზი, რომლის პრეზენტაცია 2019 წლის მარტში, ამსტერდამში, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიდერლანდები-გერმანიის მატჩის დაწყებამდე გაიმართა. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ფრისტაილერები – ლივ კუკი და ტობიას ბეკსი.

ევროპის ჩემპიონატების ემბლემების გამოყენება უეფამ 1980 წელს დაიწყო, თუმცა მანამდეც იყო მცდელობა, რომ ევროპის ჩემპიონატს საკუთარი თილისმა ჰქონოდა.

ევრო 1960
ევროპის პირველი ჩემპიონატის ემბლემა ძალიან მოკრძალებულად გამოიყურებოდა. უეფას ემბლემის თავზე საფრანგეთის დროშა იყო მოქცეული. იმ წელს ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირი გახდა, რომლის შემადგენლობაში მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი თამაშობდნენ. ფინალში მეტრეველმა გოლიც გაიტანა.

ევრო 1964
ტურნირის მასპინძელი ესპანეთი იყო და იგივე გაიმეორეს – ემბლემა ესპანეთის დროშის ფერებში გააფორმეს.

ევრო 1968
მომდევნო ევროპის ჩემპიონატს იტალია მასპინძლობდა და აქაც იგივე განმეორდა – იტალიის დროშა უეფას ემბლემის ფონზე.

ევრო 1972
ემბლემასთან დაკავშირებით არც ბელგიის ევროზე ყოფილა რაიმე განსხვავება.

ევრო 1976
1976 წელს ტურნირი იუგოსლავიაში ჩატარდა და აქაც უეფას ემბლემას თავზე ტალღოვანი იუგოსლავიის დროშა ამშვენებდა.

ევრო 1980
იტალიამ მეორედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს. ეს ჩემპიონატი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ტურნირს პირველად გაუჩნდა საკუთარი თილისმა – იტალიელი მეზღაპრის კარლო კოლოდის პერსონაჟი პინოქიო.

ევრო 1984
საფრანგეთის ევროს თილისმა იყო მამალი, სახელად პენო, საფრანგეთის ნაკრების სიმბოლო, რომელსაც ეროვნული გუნდის ფერებში გაფორმებული ფორმა ეცვა.

ევრო 1988
გერმანიაში ჩატარებული ჩემპიონატის თილისმა ბაჭია ბერნი იყო, რომელიც გფრ-ს ნაკრების ფერებში იყო გამოწყობილი.

ევრო 1992
შვედეთში მიმდინარე ჩემპიონატის სიმბოლოდ კი კვლავ ბაჭია მოგვევლინა, რომელიც ამჯერად შვედეთის ტრადიციულ ფერებში – ყვითელ-ლურჯში იყო შემართული.

ევრო 1996
ჩემპიონატზე ფეხბურთის სამშობლოში ინგლისში ჩატარდა. ტურნირს, პირველად ისტორიაში, ჰქონდა საკუთარი ოფიციალური ემბლემა და, ასევე, თილისმა – ლომი გოლიაფი, რომელსაც თათებით ეჭირა ბურთი.

ევრო 2000
ჩემპიონატი პირველად გაიმართა ორ ქვეყანაში: ნიდერლანდებსა და ბელგიაში. თილისმა იყო ლომი ბენილუკი, რომელსაც ხელებში ბურთი ეჭირა ტურნირის წარწერით. რაც შეეხება ემბლემას, ის ჰოლანდია-ბელგიის დროშების ფერებში იყო გაფორმებული.

ევრო 2004
ჩემპიონატს ძალიან საყვარელი ემბლემა ჰქონდა: ოქროსფერ გულის ფორმაში ჩასმული ფეხბურთის ბურთი. თილისმაც საინტერესო იყო – პორტუგალიელი ბიჭუნა კინასი.

ევრო 2008
ავსტრია-შვეიცარიაში გამართული ჩემპიონატის სიმბოლიკა ძალიან ლამაზი იყო, ხოლო თილისმა – მხიარული ტყუპი ძმები, ტრიკსი და ფლიკსი იყვნენ. შვეიცარიის და ავსტრიის ეროვნულ ფერებში გამოწყობილ ბიჭუნებს მკერდზე ციფრები ეწერათ: ტრიკსის – 20, ხოლო ფლიკსის – 08, რაც ჩემპიონატის წელს – 2008-ს ნიშნავდა.

Euro 2008 mascots Trix and Flix prior to kick off

ევრო 2012
სლავეკი და სლავკო – ასე ერქვათ ჩემპიონატის თილისმებს, კვლავ ტყუპ ძმებს, რომლებიც მასპინძელი ქვეყნების პოლონეთისა და უკრაინის ფერებში გამოაწყვეს.

ევრო 2016
საფრანგეთში გამართული ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა იყო, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სამი სავარაუდო სახელიდან აირჩიეს სუპერვიქტორი.

ევრო 2020
„ჩვენ მოგვეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, მთელს ევროპას ვაჩვენოთ ფრისტაილისა და ქუჩის ფეხბურთის სილამაზე. პარკში ან მსოფლიო დონის ტურნირზე ფეხბურთი ან ფრისტაილი ბურთით თვითგამოხატვის საშუალებაა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ლივ კუკმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გამარჯვების უჩვეულო სიმბოლო – ფეხბურთელებმა ტუხელს ფეხები დაუკოცნეს: გაირკვა რატომ წააგო შარშან ჩელსიმ

საქართველოს სტატისტიკა რუმინეთთან: 0 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი