in ,

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებს: რეალი ყველაზე რთულ მატჩს ნეაპოლში ელოდება

ჩემპიონთა ლიგის მთავარი გუნდი მადრიდის „რეალი“ ნეაპოლშია და იტალიის მოქმედ ჩემპიონთან რთული გამოცდა ელის. თამაშის წინ ისაუბრა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ადრე „ნაპოლის“ დამრიგებელიც ყოფილა და იცის იქაური გარემო. პაპა კარლომ კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

კვარაცხელია ბედნიერია და თავდაჯერებულობა დაიბრუნა: ნაპოლი ამბიციით აივსო და რეალისთვის მზადაა

„იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ძალიან რთული მატჩი იქნება.

როგორი შეგრძნებაა ნეაპოლში დაბრუნება? მე აქ დაბრუნება მიყვარს. კარგი მომენტები იყო, ცუდი – ნაკლებად. ეს დაბრუნებაა წარსულში, მახსოვს აქ გატარებული დრო, იყო კარგი მომენტები, იყო უსიამოვნებებიც, მაგრამ ვცხოვრობდი საოცარ ქალაქში და ეს გამოცდილება მეხსიერებაში დამრჩა. ახლა კი იმაზე ვფიქრობ, რომ ჯგუფური ეტაპზე ყველაზე რთულ მატჩს სწორედ „ნაპოლისთან“ ველოდები.

თუ მწვრთნელსა და კლუბს შორის ურთიერთობა პოზიტიური არ არის, უმჯობესია, შეწყდეს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის და „ნაპოლისთვის“ საუკეთესი გადაწყვეტილება იყო. მით უმეტეს, ორი წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში წავედი.

კვარაცხელიას და ოსიმენს რაც შეეხება, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც გასულ წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს, აჩვენეს კლასი და ისიც, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. მათ საოცარი, მაგრამ განსხვავებული ნიჭი აქვთ. თამაშობდნენ, თამაშობენ და მაღალ დონეზე ითამაშებენ. კვარაცხელია ძალიან კარგია ერთი-ერთზე, ოსიმენი კი ძლიერი, მობილური და ძალიან საშიში თავდამსხმელია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ბედნიერია და თავდაჯერებულობა დაიბრუნა: ნაპოლი ამბიციით აივსო და რეალისთვის მზადაა

საზონოვი მოტეხილობას გადაურჩა, იმედია იუვესთან იქნება