in

საზონოვი მოტეხილობას გადაურჩა, იმედია იუვესთან იქნება

საბა საზონოვი სერია ა-ს მე-7 ტურში „ტორინოს“ ძირითადში გამოჩნდა. კარგად და საიმედოდ დაიწყო თამაში, მაგრამ უკვე მე-15 წუთზე ფეხში ტკივილი იგრძნო. ცოტა ხნით თამაში გააგრძელა, მაგრამ დაახლოებით ათ წუთში შესაცვლელი გახდა.

საზონოვი ძირითადში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა

ქართველი მცველის მდგომარეობაზე ისაუბრა „ტორინოს“ მწვრთნელმა ივან იურიჩმა:

„საზონოვს კოჭის ზემოთ ჩაარტყეს, რენტგენი გადაუღეს. მოტეხილობას გადაურჩა, მაგრამ ფეხი შეშუპებული აქვს“.

იმედი ვიქონიოთ, საზონოვი მალე ჩადგება მწყობრში. წინა ტურში დაშავდა მცველი ბონჯორნო და სწორედ მის ნაცვლად შევიდა საბა მოედანზე, შესაბამისად ახლა აქვს შანსი საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

„ვერონასთან“, მიუხედავად იმისა, რომ არასრული ნახევარი საათი ითამაშა, მაინც დაიმსახურა დადებითი შეფასებები:

Sofascore-მა 6.9 დაუწერა, whoscored-სგან 6.8 მიიღო და flashscore-მა – 6.7 იკმარა.

7 ოქტომბერს ტურინული დერბია, „ტორინო“ „იუვენტუსს“ ესტუმრება და იმედია ქართველი ფეხბურთელი შეძლებს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებს: რეალი ყველაზე რთულ მატჩს ნეაპოლში ელოდება

დღეს ნაპოლი-რეალია: ვინ მოიგებს – პროგნოზი, კოეფიციენტები