in ,

მიქაუტაძის სადებიუტო გოლი იუპილერ ლიგაში: ბერიძემ და ვაკომაც გაიტანეს – ლობჟანიძე საგოლე პასით დაბრუნდა

გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შაბათ-კვირას ევროპაში 6 ქართული გოლი ვიხილეთ. გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის იუპილერ ლიგაში სადებიუტო გოლი “ანტვერპენს” შეუგდო. საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი, ლა ლიგაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. მამარდაშვილს 8 სეივი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც მისი შეცდომით დამარცხდა “ვალენსია.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “დარმშტადთან” 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველის “სერენი” ანტვერპენს” დაუპირისპირდა. მართალია, გიორგიმ ეფექტური გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მისი გუნდი 1:2 დამარცხდა. გიორგისთვის ეს “სერენის” მაისურით ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში მეოთხე გოლია. გიორგიმ სათასო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ლევან შენგელიას “ლიუვენი” “მეხელენთან” 0:2 დამარცხდა. შენგელია მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმრად წაგებულ (0:2) მატჩში.

გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტის” რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშა “კორტრაიკთან” სტუმრად წაგებულ 0:1 მატჩში.

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიამ სადებიუტო გოლი შეაგდო. გიორგის თავურმა “ჟილ ვისენტე” წაგებისგან იხსნა “ბელენენსეშთან” საგარეო მატჩში – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 86-ე გამოჩნდა და მეოთხე დამატებულ წუთზე გაიტანა.

სანაკრებო მატჩებში ტრავმირებულ საბა ლობჟანიძე მოედანს დაუბრუნდა. თურქეთის სუპერლიგაში მისმა “ჰათაისპორმა” “ქაისერისსფორი” 2:1 დაამარცა. საბა მოედანზე 52-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე პასიც მიითვალა.

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილმა (“ვოლფსბერგი”) შეუცვლელად ითამაშა “რიდთან” სტუმრად ფრედ (3:3) დასრულებულ მატჩში. აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველის გუნდი 3:0-ს იგებდა.

ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) 73-ე წუთზე შეცვალეს “ტიროლთან” შინ მოგებულ (5:0) მატჩში.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილმა (“არსენალი”) 70-ე წუთიდან ითამაშა “ნიჟნი ნოვგოროდთან” სტუმრად მოგებულ (3:2) მატჩში.

პოლონეთში ნიკა კვეკვესკირმა 73-ე წუთამდე ითამაშა “ვისლასთან” (კრაკოვი) შინ მოგებულ (5:0) მატჩში.

ვაკო გვილია (“რაკოვი”) მესამე დამატებულ წუთზე შეცვალეს “სტალთან” საგარეო შეხვედრაში, რომელიც ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 3:0 მოიგო.

ოთარ კაკაბაძე (“კრაკოვია”) სათადარიგო იყო “პოგონთან” სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) 75-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო ლკს-სთან (ლოძი) სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში.

უნგრეთის თასზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გიორგი ბერიძემ (შეუცვლელად ითამაშა), ამჯერად – თასზე. მისმა “უიპეშტმა” კი სტუმრად 3:0 მოუგო ქვედალიგელ “ტისაკეჩკეს”.

სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანი” შინ ვერ შეძლო “ჟილინას” დამარცხება – 2:2. ქართველებიდან მხოლოდ კანკავამ ითამაშა. ის 69-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. კაშია სათადარიგო იყო.

დანიაში დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) 87-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ოთხი წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო “მიდტიულანდთან” შინ წაგებულ (0:1) მატჩში. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 26-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით იყვნენ მოედანზე.

უკრაინაში ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის “ჩერნომორეცი” სტუმრად 0:3 დამარცხდა “ზორიასთან”. წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ვაჩიბერაძემ 78-ე წუთიდან ითამაშა.

კვიპროსში ქართული დაპირისპირება არ შედგა – გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია (“აპოლონი”) სათადარიგოები იყვნენ მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-ის წინააღმდეგ საშინაო მატჩში.

“აპოლონმა” 2:1 მოიგო. სტუმართა შორის სამივე ქართველი სასტარტოში იყო. ოქრიაშვილმა ბოლომდე ითამაშა და 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, დაუშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ქვილითაია – 79-ზე.

ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მე-15 წუთზე გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი, “დეგუსთან” 1:2 დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანელები თავში მოექცნენ, ქალბატონი ბოლოში წვალობს: რომაელები გააჩერეს – IV ტური

რეალი ბოლო 5 წუთში გალიდერდა, ბარსას დაწევის შანსი აქვს – V ტური