in ,

მილანელები თავში მოექცნენ, ქალბატონი ბოლოში წვალობს: რომაელები გააჩერეს – IV ტური

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „იუვენტუსი“ გამარჯვების შემთხვევაში გასავრდნ ზონას დააღწევდა თავს და ასეთი ამოცანების გადაჭრა უწევს, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ ჯერაც ვერ ჩამდგარა მწყობრში და ამიტომაც ისევ გასავრდნ ზონაშია. მართალია, „იუვე“ ბოლო ადგილებზეა, მაგრამ ტურში მთავარი მაინც მისი და „მილანის“ შეხვედრა იყო. „როსონერის“ სამიდამ სამი მოგება ჰქონდა და ახლაც შეეძლო 3 ქულის აღება, მაგრამ თამაში ფრედ დასრულდა და ახლა სატურნირო ცხრილს ორ მილანური გუნდი ლიდერობს 10-10 ქულით.

ოღონდ ეს დღეს საღამომდე, რადგან თუ „ნაპოლიმ“ თავისი მატჩი მოიგო, 100%-იანი შედეგით ნეაპოლელები გადავლენ პირველზე.

ეს კი „მილანის“ ქულების დაკარგვის გარდა, “რომას“ გამოც მოხდება, რომელმაც ვერონაში წააგო და პირველი ქულები დაკარგა. მოკლედ, 3-მოგებიანი გუნდებიდან ორი გაჩერდა.

„რომამ“ პირველად წააგო მოურინიოს ხელში. მანამდე იყო ზედიზედ 6 მოგება.

მოურინიო: „რომამ“ ბევრი ორთაბრძოლა წააგო. რამდენიმე საათი მჭირდება იმის გასაგებად რა მოხდა“.

„იუვენტუსმა“ 1961/62 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მოიგო სერია ა-ს 4 ტურში.

ალეგრი: „შევცდი შეცვლებზე. კარგია, რომ მსაჯმა სასფინალო სასტვენი მისცა. რისკი იყო, რომ წაგვეგო“.

პიოლი: „მოსაგებად მოვედით. გუნდი მზად იყო გაერისკა და წაეგო კიდეც, მე მომეწონა ეს სითამამე“.

სერია ა – IV ტური

სასუოლო – ტორინო 0:1
ჯენოა – ფიორენტინა 1:2
ინტერი – ბოლონია 6:1
სალერნიტანა – ატალანტა 0:1
ემპოლი – სამპდორია 0:3
ვენეცია – სპეცია 1:2
ლაციო – კალიარი 2:2
ვერონა – რომა 3:2
იუვენტუსი – მილანი 1:1

20 სექტემბერი
უდინეზე – ნაპოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდის დაეშვება ბაიერნი მიწაზე, ჰაალანდიც სხვაგანაა – V ტური

მიქაუტაძის სადებიუტო გოლი იუპილერ ლიგაში: ბერიძემ და ვაკომაც გაიტანეს – ლობჟანიძე საგოლე პასით დაბრუნდა