in ,

არველაძე ჰალის მწვრთნელობას უახლოვდება

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოსაა.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენი აჩუნ ილიჩალი “ჰალის” შეძენასთან ძალიან ახლოსაა. როგორც წყარო წერს, მხოლოდ იურიდიული პროცედურები დარჩა და კლუბს თურქი ჩაიბარებს. ილიჩალის დიდი სურვილია, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელად სწორედ შოთა არველაძე დანიშნოს.

„ჰალი“ მიმდინარე სეზონში ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს. 24 ტურის შემდეგ გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 23 ქულაა და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა. „ვეფხვები“ გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ. მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებაა.

2017-20 წლებში შოთა არველაძე ”ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი იყო, მან უზბეკურ კლუბში წარმატებით იმუშავა, 2020 წლის მიწურულს ტაშკენტური გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თუ კვარაცხელია წავა, რუსული ფეხბურთი მთავარ ვარსკვლავს დაკარგავს

შეთანხმება მიღწეულია: აზაროვი ტრაბზონის ფეხბურთელია