in ,

შეთანხმება მიღწეულია: აზაროვი ტრაბზონის ფეხბურთელია

შეთანხმება მიღწეულია: 19 წლის ქართველი განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონსპორში” გააგრძელებს.

აზაროვი ახალი წლიდან “ტრაბზონსპორის” მაისურის მოირგებს.

როგორც შევიტყვეთ, “ტრაბზონსა” და ბათუმის “დინამოს” შორის საბოლოო შეთანხმება შედგა – ქართული კლუბი მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, აზაროვი კი უახლოეს პერიოდში თურქულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი აზაროვმა ბათუმის “დინამოში” გაატარა და კლუბის ისტორიულ ჩემპიონობაში მისი წვლილი დიდია.

ქართველ მცველს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც, წლის ბოლოს კი ფეხბურთის ფედერაციამ ის 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დაასახელა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძე ჰალის მწვრთნელობას უახლოვდება

ნინუამ ანორთოსისი დატოვა: ვატო არველაძე შესაძლოა ბიძასთან აღმოჩნდეს