ფამაგუსტას “ანორთოსისმა” საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად, გიორგი ლორია კვიპროსულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაციას ფამაგუსტური კლუბი ავრცელებს.
36 წლის ქართველი მეკარე “ანორთოსისის” ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს. მან შარშან კვიპროსის თასიც მოიგო.
მიმდინარე სეზონში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 39 ქულით მე-5 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings