“ნაპოლიმ” სტუმრად დიდი ხნის დაუმარცხებელი ჩემპიონი “მილანი” დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მასპინძლებს უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ სამხრეთელებმაც კარგად ითამაშეს, დაცვაშიც საერთო ჯამში საიმედოდ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მილანელებს გატანის შანსი ჰქონდათ. კარგი იყო მეკარე მერეტიც. სტუმრები არც შეტევებს ივიწყებდნენ. გოლები კი მე-2 ტაიმში გავიდა. ჯერ კვარაცხელიას წაქცევა მსაჯმა ვიდეოზე გადაამოწმა და პენალტი დადო. პოლიტანომ გაიტანა (55 წთ). 69-ზე ჟირუმ წონასწორობა აღადგინა და აღტკინებული მასპინძლები მოსაგებად გაიქაჩნენ. თუმცა შეცვლაზე შესულმა სიმეონემ თავურით საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა.
„უდინეზე“ ეძახე და პირველ ორ ტურში ფრე და მარცხის მერე ადგა და 5-დან 5-ვე თამაში მოიგო. იგებს სტუმრადაც და უპრობლემოდ უგებს „რომასაც“ და „ინტერსაც“. ახლაც, მართალია გადამწყვეტი ბურთები ბოლოსკენ შეყარა, მაგრამ მაინც დამაჯერებელად აჯობა მეტოქეს. „ინტერმა“ კი უკვე მესამედ წააგო. მილანელთა შკრინიარმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ეს 27 წლის სლოვენიელისთვის მე-4 ავტოგოლია „ინტერში“ მისვლის შემდეგ. ის ამ მაჩვენებლით სერია ა-ს ლიდერია.
“ინტერზე” უარესად აქვს საქმე “იუვენტუსს”. ტურინელებმა მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს და ახლა დებიუტანტ “მონცასთან” სულაც წააგეს. ეს პირველი მარცხია “იუვესთვის” და პირველი გამარჯვება მონცელებისთვის. დი მარია მე-40 წუთზე გააგდეს (იდაყვი უთავაზა მეტოქეს მუცელში), მასპინძლებმა კი ისტორიული გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე შეაგდეს.
ორიდან ერთი ცენტრალური მატჩი ცოტათი ადრე გაიმართა. “რომამ” შინ პირველ ტაიმში გაშვებული გოლით წააგო “ატალანტასთან” და დროებით მაინც პირველ ადგილს დაუბრუნდა. ჟოზე მოურინიომ წითელი ბარათი მიიღო მოედანზე შევარდნის გამო. პორტუგალიელმა არდანიშნული პენალტი გააპროტესტა.
“მილანმა” 23 მატჩში პირველად წააგო სერია ა-ში. იანვრის შემდეგ 15 მოგება და 7 ფრე ჰქონდა.
პიოლი: “მილანი” უკეთესი იყო. სამწუხაროა, ასე წაგება, მარტო ჩვენ გვქონდა ტოპ 5 ლიგაში 22 წაუგებელი მატჩი – უფრო მეტი, ვიდრე “ბაიერნს”, “სიტის”, “რეალს”.
მოურინიო: “სუფთა პენალტი. თუ არ დაგიდეს, ესე იგი უნდა “ჩაყვინთო”, როგორც ამას ბევრი ჯამბაზი აკეთებს იტალიაში”.
“იუვენტუსი” ზედიზედ 5 მატჩია ვერ იგებს – 3 წაგება და 2 ფრე. გუნდს სეზონის 9 მატჩში 2 მოგება აქვს.
“იუვენტუსმა” ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
“მონცას” მთავარი მწვრთნელი: “სილვიო ბერლუსკონიმ კომპლიმენტი მოგვიძღვნა. ადრიანო გალიანი ტიროდა”.
მარკო ლანდუჩი (ალეგრის თანაშემწე): “ახლა ყველაფერი მუქ ფერებში მოჩანს, მაგრამ გვირაბის ბოლოს შუქი უნდა დავინახოთ”.
“უდინეზეს” კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს ჩემპიონატში.
სერია ა – VII ტური
სალერნიტანა – ლეჩე 1:2
ბოლონია – ემპოლი 0:1
სპეცია – სამპდორია 2:1
ტორინო – სასუოლო 0:1
უდინეზე – ინტერი 3:1
კრემონეზე – ლაციო 0:4
ფიორენტინა – ვერონა 2:0
მონცა – იუვენტუსი 1:0
რომა – ატალანტა 0:1
მილანი – ნაპოლი 1:2
GIPHY App Key not set. Please check settings