in ,

პენალტი და სამი ყვითელი ბარათი: ხვიჩას გაჩერებას ვერ ახერხებენ

გუშინ, იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი “სან სიროზე” “მილანსა” და “ნაპოლის” შორის გაიმართა. კვარაცხელია ძირითადში იყო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კვლავ მაღალი იყო.

თავდაპირველად, პიოლიმ ხვიჩას ორმაგი მეურვეობა დაუპირისპირა, რაც, თითქოს მუშაობდა, სანამ პოლიტანოს 40 მეტრიან დიაგონალს ხვიჩა მეტოქის საჯარიმოსთან არ გამოეხმაურა. ერთი მარტივი ცრუმოძრაობით კი სიმონ კიაერს უხეში ჯარიმის აღებისკენ უბიძგა. რამდენიმე წუთში კი კალაბრიას ისე დაუტრიალდა მოედნის ცენტრში სარაგბო ბოჭვის მეტი აღარაფერი დარჩენოდა დავიდეს.

მეორე ტაიმში კი ხვიჩამ მეტოქის საჯარიმოში შეღწევა მოახერხა და საჯარიმოში წაიქცა, რასაც გუნდური ჩხუბი და გაიწი-გამატარე მოჰყვა. ეპიზოდს ვარმა გადახედა და პენალტი დაინიშნა, რომელიც პოლიტანომ აქცია გოლად.

ამის შემდეგ კი იყო ჟირუს გოლი, და ჯოვანი სიმეონეს ლამაზი თავური. “ნაპოლიმ” მოიგო და სერია ა-ში “მილანის” 23 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა.

7 ტურის შემდეგ “ნაპოლის” 17 ქულა აქვს და პირველ საფეხურზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონი წააქციეს: ეს გააკეთა ნაპოლიმ – VII ტური

ჟუანმა კვარა შეაქო