in ,

განწყობა ნულზეა – VII ტური

ბუნდესლიგის ცხრილს რომ ჩახედო, შეიძლება თვალებს არ დაუჯერო, გაიფიქრებ ბუნდოვნად ვხედავო. ზემო ოთხეულში „უნიონი“ და „ფრაიბურგი“ არიან, “ჰოფენჰაიმიც”, რეკორდმაისტერის ადგილი კი ოთხეულშიც არ მოიძებნა, არათუ უფრო ზემოთ.

მარადმწვანე ჩემპიონმა ფრეების კასკადი რომ მოაწყო, ახლა წაგებაც მოაყოლა. არადა, ისევ შეეძლო მორიგი ფრე ეთამაშა. უკვე წამატებული დრო მიდიოდა, როდესაც მიუნხენელებმა კუთხური მოიპოვეს. საჯარიმოში მეკარე ნოიერიც ჩავიდა და სწორედ მან დაარტყა თავით, მაგრამ მისმა ვიზავიმ სასწაული ბურთი აუღო, შეტევა გაგრძელდა და „აუგსბურგის“ კარის დარაჯმა გიკევიჩმა კიდევ ერთხელ გამოაძრო ბურთი.

რურის დერბი კი ისე მიდიოდა, რომ მთავარი აკლდა – გოლი. მაგრამ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გამოგლეჯვა – თავური დარტყმით ბურთი კარში მუკოკომ შეაგდო.
საშინელი უიღბლო თან სდევს მარკო როისს. გერმანიის ნაკრების წევრი დაშავდა და კიდევ ერთხელ ემუქრება მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება. შეგახსენებთ, როისი ბრაზილიის მუნდიალის წინ დაშავდა და მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა.

ისევ მოიგო “უნიონმა” და 17 ქულით დროებით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. ბერლინელებმა გასავარდ ზონაში მყოფი “ვოლფსბურგი” მეორე ტაიმში გატეხეს. “ბაიერნის” დამარცხების გამო “უნიონი” ერთადერთია ბუნდესლიგაში, ვისაც წაგება არ აქვს.

ტურის დაკსვნითი მატჩიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფაქტობრივად მეორე ადგილისთვის შეხვედრა გამოუვიდათ “ჰოფენჰაიმსა” და “ფრაიბურგს”. თუმცა, რადგან ვერცერთმა ვერ მოიგო და უგოლო ფრეს დასჯერდნენ, ამიტომაც დარჩნენ მე-3 და -მე-4 ადგილებზე.

„ბაიერნს“ ბოლო 4 მატჩში 1 წაგება და 3 ფრე აქვს.

„ბაიერნმა“ 21 წელიწადში პირველად ვერ მოიგო ზედიზედ 4 მატჩი ბუნდესლიგაში.

ნეგალსმანი „ცხრიანზე“: „არ გვყოფნის „ცხრიანი“? ვუპასუხებ დიახ, ხალხი იტყვის გვაკლია ლევანდოვსკი. ვუპასუხებ არა-ს, იტყვიან, რომ არ მინდა პრობლემის აღიარება“.

სალიჰამიჯიჩი: „ასეთი თამაშით ბუნდესლიგაში თამაშს ვერ მოიგებ. განწყობა ნულზეა“.

როზე: „გლადბახმა შესანიშნავად ითამაშა კონტრშეტევებზე და დამსახურებულად მოიგო“.

“ბოხუმმა” ფრედ ითამაშა და პირველი ქულა აიღო.

ბუნდესლიგა – VII ტური

მაინცი – ჰერტა 1:1
შტუტგარტი – აინტრახტი 1:3
დორტმუნდი – შალკე 1:0
ლევერკუზენი – ვერდერი 1:1
აუგსბურგი – ბაიერნი 1:0
გლადბახი – ლაიპციგი 3:0
უნიონი – ვოლფსბურგი 2:0
ბოხუმი – კიოლნი 1:1
ჰოფენჰაიმი – ფრაიბურგი 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომწონს რეალი – VI ტური

ჩემპიონი წააქციეს: ეს გააკეთა ნაპოლიმ – VII ტური