in ,

მომწონს რეალი – VI ტური

მადრიდის “რეალმა” კიდევ ერთხელ მოუგო დერბი “ატლეტიკოს” და უდანაკარგოდ ლიდერობს ლა ლიგას. “სამეფო კლუბმა” გამარჯვების გოლები პირველ ტაიმში გაიტანა, როდესაც კონტრშეტევებზე გამოიჭირა მეტოქე. როდრიგომ და მერე დამატებაზე ვალვერდემ კომფორტული სხვაობით დააწინაურეს სტუმრები და არც თუ ურიგოდ მოთამაშე “ატლეტიკოს” გვიანი გოლი (ერმოსი, 83 წთ), საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ბარსამ“ კი თავისი მატჩი მშვიდად მოიგო, მით უმეტეს, რომ უკვე პირველ ტაიმში ისედაც ბოლო ადგილზე მყოფ „ელჩეს“ კაცი გაუგდეს. მასპინძლებმა მორიგი 3 ქულა აიღეს, ხოლო ლევანდოვსკიმ კიდევ 2 გოლი მიუმატა თავის აქტივს.

სხვა მხრივ, ამ ეტაპზე ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდებიდან “ბეტისმა” და ბილბაოს “ატლეტიკმა” მოიგეს და არიან კიდეც მე-3 და მე-4 ადგილებზე. “ოსასუნამ” მოულოდნელად წააგო და ოთხეულიდანაც გავარდა, ხოლო “ვილიარეალმა” ფრედ ითამაშა და ვეღარ დაეწია წინ მყოფებს.

“რეალმა” ამ სეზონში ყველა, 9 მატჩი მოიგო.

“რეალმა” ბოლო 10-დან 6 მატჩი მოუგო “ატლეტიკოს” და მარტო 1 წააგო.

ანჩელოტი ტოპ 5 მწვრთნელში შევიდა “რეალის” მწვრთნელად ჩატარებული მატჩების რაოდენობით (184), ზიდანამდე 79 მატჩი რჩება, რომელიც მე-2 ადფილზეა.

ანჩელოტი: “რეალმა” კარგად დაიწყო სეზონი, “ატლეტიკომ” – ცოტა უარესად, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებს”.

დიეგო სიმეონემ 408 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში “ატლეტიკოს” თავკაცის პოსტზე – ეს კლუბის რეკორდია. დიეგომ 248 თამაში მოიგო.

დიეგო სიმეონე: “მომწონს “რეალი”, რომელიც ორგანიზებულად იცავს თავს და კარგად გადადის კონტრშეტევებზე. “ატლეტიკოს” შეეძლო გათანაბრება”.

იან ობლაკი: “ატლეტიკოს” არ დაუმსახურებია წაგება. არც ისე ცუდად ვთამაშობდით”.

„ბარსელონას“ 6 ტურში 5 მოგება და 1 ფრე აქვს, საერთო ანგარიში – 18:1.

ლევანდოვსკის ლა ლიგის 6 მატჩში 3 დუბლი აქვს.

ლევანდოვსკიმ 8 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ჩავი: „ბარსას“ მკაფიოდ წარმოუდგენია, როგორ სურს თამაში. გუნდი ნოემბრის შემდეგ უფრო ძლიერი გახდა“.

კავანი 35 წლის ასაკში გახდა ყველაზე ასაკიანი დებიუტანტი ესპანეთის ჩემპიონატში 21-ე საუკუნეში.

ლა ლიგა – VI ტური

ვალიადოლიდი – კადისი 0:1
მალიორკა – ალმერია 1:0
ბარსელონა – ელჩე 3:0
ვალენსია – სელტა 3:0
ბილბაო – რაიო ვალეკანო 3:2
ოსასუნა – ხეტაფე 0:2
ვილიარეალი – სევილია 1:1
ბეტისი – ჟირონა 2:1
სოსიედადი – ესპანიოლი 2:1
ატლეტიკო – რეალი 0:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდის 100 გოლი, სონის 3 გოლი და ჯეკის… არა გოლებისთვის – VII ტური

განწყობა ნულზეა – VII ტური