in ,

ჰოლანდის 100 გოლი, სონის 3 გოლი და ჯეკის… არა გოლებისთვის – VII ტური

გაერთიანებული დედოფლის აღსასრულის გამო ბრიტანეთში ფეხბურთის კალენდარი აირია, გადაიდო წინა ტური და ამ ტურის რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის არალიდერული, მაგრამ მაინც ყველაზე საინტერესო – „ჩელსიმ“ და „ლივერპულმა“ დასასვენებლად მოიცალეს.

ამასობაში კი თავის სალიდერო გზას მიუყვება „სიტი“, თუმცა მას აგვისტოს საუკეთესო გუნდმა „არსენალმა“ გადაასწრო და იქვეა მისი მოძულე, „ტოტენჰემიც“.

„სიტიმ“ ტრადიციული თამაში ითამაშა, დაიწყო თუ არა გაიტანა, მერე ჰოლანდმაც შეაგდო და მორჩა თამაში.
„ტოტენჰემმა“ და „ლესტერმა“ თითო ტაიმში 4-4 გოლი გაიტანეს, მაგრამ თუ პირველში თანაბრად გაინაწილეს, მეორეში მარტო „მამლებმა“ შეყარეს. „მამლებმა“ რა, 3 შეცვლაზე შესულმა კორეელმა სონმა გაიტანა და „ლესტერი“ ახლა მოუგებლად და ოდენ 1 ქულით ბოლოზე ყურყუტებს.

რაც შეეხება “არსენალს”, “მეთოფეებმა” საქმე საწყის ნახევარ საათში მოათავეს და სანაკრებო პაუზის წინ ცხრილს სათავეში მოექცნენ. ახლა არტეტას გუნდს 6 მოგება აქვს 7 მატჩიდან, მარტო წინა ტურში წააგეს “მანჩესტერთან”. მომდევნო თამაში 1 ოქტომბერსაა და რა თამაში – შინ “ტოტენჰემს” მიიღებს.

“არსენალის” 15 წლის ნახევარმცველი ნუანერი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

არტეტა: “არსენალი” ტკბება თავისი ფეხბურთით. 38 ტურის შემდეგ ცხრილი ვერ მოიტყუება”.

“ევერტონმა” ზედიზედ 4 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა სეზონში.

„ლესტერი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც 1-ზე მეტი ქულა ვერ მოაგროვა პირველ 7 ტურში.

“ლესტერმა” 7 ტურში 22 გოლი გაუშვა და ამით ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა გაშვებული გოლების რაოდენობით.

ბრენდან როჯერს გაგდება ემუქრება „ლესტერიდან“. კლუბის ხელმძღვანელობას „ბრენტფორდის“ ფრანკი მოსწონს.

როჯერსი: „ეს სისასტიკეა, თანავუგრძნობ ფეხბურთელებს. „ლესტერი“ დომინირებდა პირველ ტაიმში“.

„ტოტენჰემმა“ გაიმეორა საუკეთესო სტარტი 7 ტურის შემდეგ. 2016/17 წლების სეზონში „მამლებმა“ მე-2 ადგილი დაიკავეს.

შეცვლაზე შესულმა სონმა „ლესტერთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა 14 წუთში.

სონი დაეწია კრიშტიანო რონალდოს პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქების რაოდენობით.

ჰარი კეინმა პრემიერლიგის 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ჰოლანდმა ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა – მას ამ მონაკვეთში 12 გოლი აქვს, სულ კი 14 გოლი 10 თამაშში.

ჰოლანდმა 99 მატჩში 100 გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც „ბორუსიაში“ გადავიდა 2020-ის იანვარში.

გრილიშმა „ვულვზს“ პირველ წუთზე გაუტანა. პეპი თამაშამდე ამბობდა, რომ ჯეკი იყიდეს „არა გოლებისა და ასისტებისთვის“.

ჯეკ გრილიში: „მე უფრო მეტი უნდა გავიტანო და საგოლე პასი მივცე. ჩემზე ყოველთვის იტყვიან იმის გამო, თუ რამდენი გადაიხადა „სიტიმ“ ჩემს სანაცვლოდ“.

პრემიერლიგა – VII ტური

ნოტინჰემი – ფულჰემი 2:3
ასტონ ვილა – საუთჰემპტონი 1:0
ვულვერჰემპტონი – სიტი 0:3
ნიუკასლი – ბორნმუთი 1:1
ტოტენჰემი – ლესტერი 6:2
ბრენტფორდი – არსენალი 0:3
ევერტონი – ვესტ ჰემი 1:0

მანჩესტერი – ლიდსი გადაიდო
ჩელსი – ლივერპული გადაიდო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანელთა დომინირება ევროპაში გრძელდება: მსოფლიო ჩემპიონმა ევროპა მეოთხედ მოიგო – ძმები საუკეთესოები იყვნენ

მომწონს რეალი – VI ტური