in

ესპანელთა დომინირება ევროპაში გრძელდება: მსოფლიო ჩემპიონმა ევროპა მეოთხედ მოიგო – ძმები საუკეთესოები იყვნენ

ლეგენდარული სერჯიო სკარიოლოს და ესპანეთის ნაკრების მორიგი ტრიუმფი. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის გამარჯვებულია. ესპანელებმა მიმდინარე ევრობასკეტზე ერთადერთი მატჩი წააგეს თბილისში ბელგიის ნაკრებთან, ისე მთელი ტურნირი საუცხოოდ ჩაატარეს და დამსახურებული ჩემპიონებიც გახდნენ. საოცარი ტურნირი ჰქონდა ვეტერან რუდი ფერნანდესს, რომლისთვისაც ეს მეშვიდე ევრობასკეტი იყო. ძალიან კარგები იყვნენ ვილი და ხუანჩო ერნანგომესები, ლორენცო ბრაუნი. ასევემ ძალიან მაგარი ტურნირი ჰქონდა და შეგვიძლია ამ ტურნირის აღმოჩენაც ვუწოდოთ ხავიერ ლოპეს-აროსტეგი.

ფინალური შეხვედრა ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მათ დიდი უპირატესობა მოიპოვეს. შეუჩერებელი იყო ხუანჩო ერნანგომესი. მეორე მეოთხედში სკარიოლოს გუნდის უპირატესობამ 21 ქულასაც მიაღწია, მაგრამ ტაიმის ბოლო 2:30 წუთსა და მესამე პერიოდის დასაწყისში საფრანგეთმა 16:0 გაქცევა შემოგვთავაზა და სხვაობა 7 ქულამდეც შეამცირა. მესამე პერიოდი ფრანგებისთვის უკეთესი იყო, მაგრამ ესპანელები მათ ახლოს არ უშვებდნენ.

მესამე მეოთხედის წინ ესპანეთი 66:57 იგებდა.

მეოთხე პერიოდში ესპანელებმა შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე-88:76. აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან მოყოლებული ესპანელებს ევრობასკეტზე ნახევარფინალი არ გამოუტოვებიათ და აქედან ტურნირი მეოთხედ მოიგეს. ოთხივეჯერ სკარიოლოს თაოსნობით. მეოთხეჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა ლეგენდარულმა რუდი ფერნანდესმა, რომელიც ასევე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ფინალურ შეხვედრაში საუკეთესო ხუანჩო ერნანგომესი იყო, რომელმაც ფინალში 27 ქულა, 5 მოხსნა მიითვალა. ვილი ერნანგომესი-14 ქულა, 8 მოხსნა.

ფრანგებისგან საუკეთესო 23 ქულით ევან ფურნიე გახდა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე ხუანჩო ერნანგომესი გახდა.

ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად კი ხუანჩოს ძმა, ესპანეთის ნაკრების წევრი ვილი ერნანგომესი გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლოჩოშვილზე საეჭვო პენალტი დადეს, კრემონეზემ წააგო

ჰოლანდის 100 გოლი, სონის 3 გოლი და ჯეკის… არა გოლებისთვის – VII ტური