in ,

ვიდეო: ლოჩოშვილზე საეჭვო პენალტი დადეს, კრემონეზემ წააგო

იტალიის ჩემპიონატი მე-7 ტურის მატჩში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სატურნირო ცხრილის ზემო ნაწილში მყოფი „ლაციო“ მიიღო და უშანსოდ წააგო – 0:4.
ქართველი მცველი ძირითადში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

სტუმრებმა უკვე მატჩის დასაწყისში მოიპოვეს უპირატესობა, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოო შედეგში ეჭვი არავის ეპარებოდა – 0:3.

მე-18 წუთი იყო, როდესაც სტუმართა ლიდერის ჩირო იმობილეს ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილს მოხვდა. მსაჯმა ხელით თამაში არ დააფიქსირა და შესაბამისად არც პენალტი დაუნიშნავს. თუმცა დანიელე ორსატოს VAR სიგნალი მიუვიდა და ეპიზოდი გადაამოწმა. საბოლოოდ პენალტი დაინიშნა, იმობილემ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

თუმცა თუ კარგად დააკვირდებით (ვიდეოს გაადიდებთ), პენალტი საკმაოდ საეჭვოა: ბურთი უფრო მეტად თითქოს ჯერ მკერდზე ხვდება ქართველ მცველს და არა ხელზე.

სამწუხაროდ, “კრემონეზეს” ჯერ მოგება არ აქვს, წინა ორი მატჩი ფრედ ითამაშა და მის აქტივში სწორედ ეს 2 ქულაა. გუნდი გასავარდნ ზონაშია. მომდევნო მატჩი “კრემონეზეს” სტუმრად 2 ოქტომბერს უწევს “ლეჩესთან”.

შეხვედრა იტალიის ცენრალურ რეგიონში, მარკეში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩე კვარა: ხვიჩას კომანდანტე უწოდეს და მისი ჭიქების გამოშვება დაიწყეს

ესპანელთა დომინირება ევროპაში გრძელდება: მსოფლიო ჩემპიონმა ევროპა მეოთხედ მოიგო – ძმები საუკეთესოები იყვნენ