in ,

მზადაა თუ არა რუბინი ხვიჩას გასაყიდად: როდის და რამდენად

„რუბინი“ ქართველი ვარსკვლავის გასაყიდად ემზადება და საწყისი თანხა 15 მილიონი ევროა.

ხვიჩა კვარაცხელია „სპარტაკი“-„რუბინის“(0:2) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა როგორც ყოველთვის თავის გამოჩენა შეძლო, მეტოქეებს ყველაზე ხშირად ატყუებდა და თამაშს მეტი სიმძაფრე შესძინა.

ხვიჩა: არ ვაქცევ ყურადღებას, როდესაც მირტყამენ – ქართველმა სპარტაკის დამარცხებით დაიწყო

ზამთრის ტრანსფერის დროს „რუბინი“ ხვიჩას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კლუბში მოქმედებს მკაცრი წესი – არ გაყიდონ გუნდის ლიდერები შუა სეზონის დროს, ანუ მაშინ, როცა მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა არ არის.

Sport Express-ის ინფორმაციით, „რუბინის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის ტრანსფერებს ელოდება და ხვიჩასთვის შესაფერის გუნდს არჩევს. კლუბი დარწმუნებულია, რომ ქართველი ვარსკვლავი ნებისმიერ ევროპულ გუნდში სათამაშოდაა მზად.

რუბინის დირექტორი: ხვიჩა Top ლიგებისთვის ჯერ ადრეა

კლუბს მსგავსი შემთხვევა ჰქონდა სარდარ აზმუნთანაც, რომელსაც ევროპაში გადასასვლელად ამზადებდნენ, ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ძალიან გაიწელა და ფეხბურთელი „ზენიტს“ მიყიდეს. სხვა შემოთავაზებები უბრალოდ არ ქონიათ.

ხვიჩასთან ამ გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებენ. მოთამაშე მაშინ უნდა გაიყიდოს, როდესაც მასზე მოთხოვნაა და ის მართლაც მზადაა ევროპაში გადასასვლელად. გასულ წელს „რუბინმა“ შემოთავაზება მიიღო „კრასნოდარიდან“.

„ხარებს“ ხვიჩას დაქირავება სურდათ, ისინი 10 მილიონ ევროს იხდიდნენ და თან „რუბინს“ კვარაცხელიას ნახევარი წლით უტოვებდნენ. მაშინ ყაზანელებმა უარი თქვეს, მათ არ სურთ ხვიჩას რუსეთში გაშვება და ევროპაზე არიან ორიენტირებული.
თან ფასიც არადამაკმაყოფილებელი იყო. „რუბინს“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, ამ თანხაზე დაბალი შემოთავაზების განხილვა კლუბს არ უნდა, თუ რა თქმა უნდა, ეს შემოთავაზება „რეალიდან“ ან „ბარსადან“ არ იქნება.

ხვიჩა 20 წლამდელთა საუკეთესო ფეხბურთელებშია: ვინ არიან L’Equipe-ის ათეულში

რუბინს მომდევნო ტრანსფერიდანაც პროცენტი უნდა

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ „რუბინს“ ხელშეკრულებაში იმის გათვალისწინებაც სურს, რომ კვარაცხელიას სამომავლო ტრანსფერიდან პროცენტი მიიღოს.
ანუ ხვიჩას გადაყიდვის შემთხვევაში, მისმა მომავალმა კლუბმა „რუბინს“ მთლიანი თანხის 20-25% უნდა გადაუხადოს. ანუ კლუბი ამ პუნქტის მეშვეობით კვარაცხელიასგან მთლიანობაში 15-20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

ასე რომ, კომპენსაციის თანხაზე ბევრად მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ კლუბში გადავა ქართველი. თუკი მოთამაშე შესაფერის გუნდში მოხვდება, სადაც პროგრესს გააგრძელებს და ახალ მწვერვალებს დაიპყრობს, „რუბინი“ კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის. ევროპაში მოხვედრის შემთხვევაში ხვიჩას ფასი გაიზრდება და რამდენიმე წელში „რუბინი“ კიდევ 10 მილიონი ევროთი მაინც გამდიდრდება.

სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს

და მაინც, სად წავა ხვიჩა?

ზამთარში „რუბინს“ ხვიჩასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ქართველის მიმართ ინტერესი ჯერჯერობით მოლაპარაკებების დონეზე რჩება და ოფიციალურ დოკუმენტამდე არ მისულა. ხვიჩათი ნაკლებად ინტერესდებიან ევროპული ლიგის ტოპ 5-ის გუნდები.

ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ხვიჩას ქართული პასპორტი. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ევროპულ კლუბებს და მათ შუამავლებს კი ურჩევნიათ მოლაპარაკებები უფრო წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებთან ქონდეთ, მაგალითად – ესპანელებთან, ფრანგებთან, ბრაზილიელებთან თუ არგენტინელებთან.

„რუბინისა“ და ხვიჩას მთავარი მიზანი – ისეთი ვარიანტის პოვნაა, სადაც მოთამაშე განვითარებას შეძლებს. ტოპ-კლუბებისთვის, როგორიცაა „ბაიერნი“ ან „ლივერპული“, კვარაცხელია მზად არ არის. „რუბინში“ ეს ესმით, ამიტომ ეძებენ კლუბს, რომელიც ქართველისთვის ტრამპლინად უნდა იქცეს. კლუბი, რომელსაც არა მედლებზე, არამედ ევროპის საგზურზე აქვს პრეტენზია – ეს არის ის, რაც ხვიჩას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ხვიჩა კვარაცხელია: არ მინდა ფეხბურთს ზურგი ვაქციო

კვარაცხელიას თებერვლის დასაწყისში 20 წელი შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგისთვის გაზრდილია. ამ სეზონზე მას როგორც საუკეთესო მოთამაშეს, 5 ჯილდო აქვს აღებული, რაც ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია.

„ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა“ – ასე შეაფასა „რუბინის“ გენდირექტორმა დამწყები ვარსკვლავის შესაძლებლობები.

კვარაცხელიას ოცნება „რეალია“. „რეალს“ ხვიჩა ბავშვობიდან გულშემატკივრობს და სამომავლოდ მადრიდში თამაშზე უკეთეს პერსპექტივას ვერ ხედავს. ოცნების ასახდენად კი, რუსეთი, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა დატოვოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიდერები სტუმრად მიდიან და ლივერპული-ჩელსი – ინგლისში გადადებული თამაშებია

ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურები დაუგეგმეს: ბელარუსი, რუმინეთი, ინგლისი