in ,

ხვიჩა 20 წლამდელთა საუკეთესო ფეხბურთელებშია: ვინ არიან L’Equipe-ის ათეულში

ფრანგულმა L’Equipe-მა 20 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სასიხარულოა, რომ ამ სიაში მოხვდა ქართველი ფეხბურთელიც. ბუნებრივია საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის პირველობაზე “რუბინის” შემადგენლობაში გამოდის. ჩვენიანმა 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის 34-ე ადგილი დაიკავა.
საინტერესოა, რომ ხვიჩა ერთადერთია, ვინც რუსეთის ჩემპიონატიდან მოხვდა. რეიტინგის ტოპ 50-ში არ არის არცერთი რუსი ფეხურთელი, სამაგიეროდ ორი წარმომადგენელი ჰყავს უკრაინას – ილია ზაბარნი (კიევის “დინამო” – 23-3 ადგილი) და ანატოლი ტრუბინი (“შახტარის” მეკარე – 30-ე).

20 წლამდელთა ტოპ 10 ასეთია:

  1. ანსუ ფატი, ესპანეთი, «ბარსელონა»
  2. ედუარდო კამავინგა, საფრანგეთი, «რენი»
  3. რაიან გრავენბერხი, ნიდერლანდები, «აიაქსი»
  4. პედრი, ესპანეთი, «ბარსელონა»
  5. ჯოვანი რეინა, აშშ, დორტმუნდის «ბორუსია»
  6. ჯუდ ბელინგემი, ინგლისი, დორტმუნდის «ბორუსია»
  7. იარი ვერსხარენი, ბელგია, «ანდერლეხტი»
  8. მეისონ გრინვუდი, ინგლისი, «მანჩესტერი»
  9. ბუკაიო საკა, ინგლისი, «არსენალი»
  10. მირონ ბოადიუ, ნიდერლანდები, «ალკმაარი»

34. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, «რუბინი».

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ჩავის დაეწია: მალე ესპანეთშიც გაუსწრებს და ზოგადად ყველგან

ქართველებმა რუსები დაამარცხეს: ლოკომოტივების დუელში თბილისელებმა მოსკოველები გაანადგურეს