in ,

ქართველებმა რუსები დაამარცხეს: ლოკომოტივების დუელში თბილისელებმა მოსკოველები გაანადგურეს

საქართველოში საფეხბურთო სეზონის განახლებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. Crystalbet ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება 27 თებერვალს აიღებს სტარტს. მანამდე კი, ქართული კლუბები სეზონის წინა ბოლო მოსამზადებელ შეხვედრებს მართავს.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ქართულ-რუსული სპარინგები ვიხილეთ. ესპანეთში თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

თბილისური გუნდის შემადგენლობაში გოლები ულად ომარ იმრანმა (2) და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს. ერთი ბურთიც მოსკოველებმა საკუთარ კარში შეაგდეს.

ასევე, რუსული კლუბის წინააღმდეგ ითამაშა “საბურთალომ”, რომელმაც “ორენბორგი” 2:1 დაამარცხა. გოლები გიორგი გულიაშვილმა და იური ტაბატაძემ გაიტანეს.

საკმაოდ ძლიერი გუნდების დამარცხება შეძლო გორის “დილამაც”. ანდრეი დემჩენკოს ფეხბურთელებმა პირველ მატჩში ჯერ, ბორისოვის “ბატე” დაამარცხეს 2:0, შემდეგ კი, რუსულ “ჩერტანოვოს” აჯობეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა 20 წლამდელთა საუკეთესო ფეხბურთელებშია: ვინ არიან L’Equipe-ის ათეულში

ყველაზე ერთგული ფეხბურთელები: ვინ არ მიდიან სხვაგან