in ,

ლეონიდ სლუცკი: კვარაცხელიაზე ზედმეტი აჟიოტაჟი იყო შექმნილი- დღევნდელი ფორმით რუბინის სასტარტოშიც ვერ მოხვდება

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კარგად მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, როგორც მე. ასევე აინტერესებთ, რა ხდება მის თავს. იმ აურზაურს, რაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იყო, არ შეიძლება 20 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიაზე გავლენა არ მოეხდინა.

კლუბში არაერთხელ ითქვა, რომ „რუბინს“ მის ტრანსფერზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია. იმაზე ლაპარაკი, რომ „რუბინი“ გადამეტებულ ფასს ასახელებდა, თითიდან გამოწოვილია. ჩემთან მოლაპარაკება არავის ჰქონია. ის აჟიოტაჟი, რაც მისი გარემოცვის და აგენტის მხრიდან შეიქმნა, გადაჭარბებული გახლდათ, ვიდრე რეალური მოთხოვნა.

როდესაც საუკეთესო თამაშებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო გამოსვლა. მაგრამ როგორც ბოლო დროს გამოიყურება, „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებს. ადამიანები, ვინც გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანის მომავალზე, რომელიც ჯერ კიდევ არაა სტაბილური ფსიქიკის მქონე. გვესმის, არწასვლას რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ და არავის უფლება არ უნდა მივცეთ, ჭუჭყში ამოსვაროს”, – თქვა “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა.

ამ სეზონში 20 წლის ქართველ ფეხბურთელს “რუბინის” მაისურით 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 1 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო:ბექა საღინაძის სადებიუტო ლელო top 14-ში

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია