in ,

სლუცკი: კვარა მზადაა ახალი ნაბიჯისთვის – მიმავალი მატარებელი არ უნდა გავაჩეროთ

“რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ყაზანელთა თავკაცმა ინტერვიუ Sport-express.ru-ს მისცა და ქართველი ტალანტის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

სევილიამ ხვიჩაზე მოლაპარაკებები დაიწყო

„იმდენად გამოცდილი ვარ და იმდენჯერ ვყოფილვარ იმ ვითარებაში, როცა ჩემი გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელი მიდის, რომ შინაგან კმაყოფილებას ვგრძნობ. ჩემი სამუშაო კარგად შევასრულე და ნიჭიერ მოთამაშეს ახალ დონეზე გადასვლაში დავეხმარე. კარგად ვხვდები, რომ არის ადგილები, სადაც ფეხბურთელთა განვითარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე რუსეთში. ჩვენ მის შემცვლელს ვიპოვით და სტრუქტურული გადმოსახედიდან რამის შეცვლა არ მოგვიწევს. კვარა ბრწყინვალე და მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ საფეხბურთო კლუბის სისტემის ხერხემალი არაა. აქ არაფრის შეცვლა მოგვიწევს. ჩვენ მის მსგავს მოთამაშეს მოვძებნით და გუნდის სათამაშო სტილსა და სისტემას არ შევცვლით.
პირადად ჩემი აზრით, ხვიჩა მომდევნო ნაბიჯისთვის მზადაა და ვფიქრობ, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამს. რატომ უნდა შევაჩეროთ მიმავალი მატარებელი“, – თქვა სლუცკიმ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ რეალის, ბარსას და იუვეს წინააღმდეგ საქმე წამოიწყო: ნეტა, გაყრიან კიდეც

დანიის ნაკრების განაცხადი