in ,

სევილიამ ხვიჩაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ესპანურმა „სევილიამ“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. ანდალუსიელებს ჩვენიანის გადასაყვანად 15-დან 20 მილიონამდე ევროს გადახდა მოუწევთ.

ყაზანის „რუბინის“ ვინგერით დაინტერესდა „სევილიას“ სპორტული დირექტორი რამონ მონჩი. ბოლო დროს ეს ესპანური კლუბი ყურადღებით ეკიდება პერსპექტიულ და ახალგაზრდა მოთამაშეებს. „სევილიას“ სკაუტებმა უკვე ნახეს კვარაცხელიას თამაში მარტში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრაში. რა შეხსენება უნდა, რომ იმ დღეს ხვიჩამ მაგარი გოლი გაიტანა.

ესპანური გამოცენა Fichajes აცნობებს, რომ ანდალუსიელები უკვე დაუკავშირდნენ „რუბინს“ და დაიწყეს ტრანსფერზე მოლაპარაკება. იცით, რომ მედიაში არაერთი კლუბის მხრიდან ინტერესის შესახებ დაიწერა, მათ შორის ისეთი გიგანტების, როგორებიც არიან „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „მილანი“, „აიაქსი“, ასევე „ატალანტა“ და ინგლისური „ლიდსი“ და „ევერტონი“.

კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უხვგოლიანი დერბი სამტრედიაში: დინამოების მარცხი – ქუთაისში ზიდანი ზიდანობს

უეფამ რეალის, ბარსას და იუვეს წინააღმდეგ საქმე წამოიწყო: ნეტა, გაყრიან კიდეც