in ,

სლუცკმა კვარაცხელია გამოარჩია: ხვიჩა საუკეთესოებში

რუსული სპორტული გამოცემა “სპორტ ექსპრესი” რუსეთის პრემიერლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. გამოკითხვაში მონაწილეობას 16 მწვრთნელი, 16 მენეჯერი, 16 სპორტული ჟურნალისტი და გულშემატკივრები იღებენ.

“რუბინის” თავკაცი ლეონიდ სლუცკი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოთა შორის დაასახელა.

რუსმა სპეციალისტმა პირველ ადგილზე “ზენიტის” ფორვადი არტიომ ძიუბა დააყენა. ხუთეულში კი მოხვდნენ: ალექსანდრე გოლოვინი (მონაკო), ვილმარ ბარიოსი (ზენიტი), იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი).

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი, 3 პასი მიითვალა.

ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი შემტევით ინგლისის პრემიერლიგის გუნდები არიან დაინტერესებული, თუმცა გუშინ რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია გუნდში რჩება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი ბუდუსთან? ქართველი შემტევი შესაძლოა ფეჰერვარში აღმოჩნდეს

ტრაგედია: 20 წლის მეკარე მეტოქესთან შეჯახების გამო გარდაიცვალა