in ,

კვარაცხელია ზენიტის მცველებმა არ დაინდეს – ხვიჩას წინააღმდეგ მაგრად უხეშობდნენ: რუბინი ლიდერთან წააგო

გუშინ, რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურის შეხვერაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინმა” გათამაშებიც ცხრილის ლიდერს სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. “ზენიტმა” მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
მასპინძლებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მატჩის 73-ე წუთზე მან შეცვლა მოითხოვა, რადგან სტუმარი გუნდის მცველები მასზე ხშირად უეშობდნენ.

სწორედ კვარაცხელიას წინააღმდეგ ბევრი უხეშობის გამო, გაღიზიანებულმა ლეონიდ სლუცკიმ მსაჯთან კამათის გამო, წითელი ბარათი მიიღო და მას მოედნის დატოვება მოუწია.

“რუბინის” თავკაცმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამ თემაზეც ისაუბრა:

“იმ ჯარიმების ჩამოთვლა, რომ დავიწყო, რომლებზეც ივანოვმა (მსაჯი) რეაგირება არ მოახდინა, თითები არ მეყოფა. ნებისმიერ ჩემპიონატში, ყველა მსაჯი ცდილობს ტექნიკური ფეხბურთელების უხეშობისგან დაცვას, მაგრამ დღეს პირიქით ვნახეთ. მსაჯმა კვარაცხელია ტრავმისთვის გაწირა. ხვიჩა ახლა ყინულის აბაზანაშია და ფეხზე რამდენიმე ადგილას ჰემატომა აქვს”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ.

 “რუბინი’ რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, სტუმრად მოსკოვის “დინამოს” შეხვდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი მეცის მასტერსის 1/8 ფინალშია

გაშვებული გოლი მამარდაშვილის ბრალი არ არის, კარში რომ დარჩენილიყო, გოლი მაინც გავიდოდა: სანტიაგო კანისარესი