in

ბასილაშვილი მეცის მასტერსის 1/8 ფინალშია

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეცის 250-იან მასტერსზე ასპარეზობს, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე მერვე ნომრად არის განთესილი, იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3; 7:6 დააარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 11 ეისი შეასრულა. ნიკას პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი 86%, მეორეზე კი, 66% ჰქონდა. მან 4-დან 1 ბრეიქი გამოიყენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8 ფინალურ ეტაპზე ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა და ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულ დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლა პრელჩეცის ბენეფისი სამტრედიაში: დინამოებმა მოიგეს – ლოკომ ბოლოს დააქამბექა

კვარაცხელია ზენიტის მცველებმა არ დაინდეს – ხვიჩას წინააღმდეგ მაგრად უხეშობდნენ: რუბინი ლიდერთან წააგო