in

ბასილაშვილი ავსტრალიაში პირველ წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ამერიკელ ჩოგბურთელ ტეილორ ფრიცთან დამარცხდა.

მატჩი დასრულდა ანგარიშით 6:4, 6:2, 4:6, 7:5. ჩოგბურთელებმა კორტზე 2 საათი და 24 წუთი გაატარეს.

ფრიცი მე-9 ჩოგანია, ბასილაშვილი კი ამჟამად 90-ე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილის ანგარიშზეა 9 ეისი, 11 ორმაგი და 2 გამოყენებული ბრეიკ-პოინტი 4-დან.

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 51 520 000 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მატჩი სიცხის გამო შეაჩერეს. გადაავადეს 9 შეხვედრა მამაკაცთა შორის და 2 ქალთა შორის. ასევე შეჩერდა თამაშები საწვრთნელ კორტებზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რონალდო კაპიტანი იქნება, სამკლაური გართობის უფროსმა გადასცა

იტალიური მაფიის ყველაზე მოუხელთებელი ბოსი ფეხბურთზე დადიოდა