ქართული ფეხბურთის ტალანტის და მთავარი იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ქართულ და რუსულ საფეხბურთო სამყაროში ამ ზაფხულს მთავარი განსახილველი თემა იყო. არაერთი კლუბის დაინტერესებაზე დაიწერა, მაგრამ საბოლოოდ კვარაცხელია ისევ “რუბინის” ღირსებას იცავს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გააკეთა.
“ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მას აქვს ყველანაირი მონაცემი, რომ დიდი ფეხბურთი და ევროპულ გრანდში ითამაშოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის ჯერ მხოლოს 20 წლისაა. კვარაცხელიამ ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა უმაღლეს დონეზე. ასეთი ტალანტები ტოპ გუნდებში უნდა გადავიდნენ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხვიჩა აუცილებლად წავა ევროპულ კლუბში, მაგრამ ასეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ასე მარტივად არ ხდება და მას დრო სჭირდება.
კვარაცხელიას ტრანსფერზე 4 კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო შემოთავაზება არავისგან მიგვიღია”, – თქვა რუბინის სპორტულმა დირექტორმა.
რუსი კომენტატორი: კვარაცხელიას ბარსელონაში მესის შემცვლელად ავიყვანდი
GIPHY App Key not set. Please check settings