in ,

რუსი კომენტატორი: კვარაცხელიას ბარსელონაში მესის შემცვლელად ავიყვანდი

რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ყაზანის “რუბინის” ქართველი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიები არ დაუმალავს. ჩერდანცევის აზრით, კვარაცხელიას შანსი აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს .

“როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, საკითხი სწორად უნდა დავსვათ. ფინანსური პრობლემების გამო, “იუვენტუსმა” რონალდო ვერ შეინარჩუნა და “ბარსელონამ” – მესი. თანამედროვე ფეხბურთში ეს სრულიად ნორმალური ამბავია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე კლუბში მოდის, რამდენიმე სეზონს ატარებს, მისი ფასი იმატებს და შემდეგ მას ძვირად ყიდიან.

ფეხბურთი ხომ უბრალოდ გართობა არაა, ის ბიზნესიცაა. კვარაცხელიას ადგილზე სხვები მოვლენ და იმედია, ისინიც ასეთივე წარმატებული იქნებიან, თუმცა ხვიჩასნაირი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების მოძიება იოლი ნამდვილად არ იქნება. ჩემი აზრით, კვარაცხელია უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია. “ბარსელონას” ადგილას მას მესის შემცვლელადაც კი ავიყვანდი.

ასეთი ფეხბურთელები ინგლისშიც ძალიან უყვართ: სწრაფები და ტექნიკურები. თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა, მას ბრწყინვალე კარიერა უნდა ჰქონდეს. შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს”, – თქვა ჩერდანცევმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ბეჟანიშვილმა დენვერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

კახი ცხადაძე: დინამო იყო ყველასთვის საყვარელი გუნდი და სამწუხაროდ გახდა ყველასთვის საძულველი, ამიტომ საჭირო იყო ცვლილებები