in

ზოგჯერ შეურაცხმყოფელია იმის მტკიცება, რომ საუკეთესო ხარ: იბრამ საკუთარ ფასზე მიუთითა

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
შვედმა გამოფინა ავაზას ფოტო. რომელიც არ შეეჯიბრა ძაღლებს სირბილში და ამ ფოტოსთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა.

„ძაღლი და გეპარდი. ფოტოზე ნაჩვენებია რბოლა ძაღლებსა და ავაზას შორის. ყველას გაუკვირდა. რომ გეპარდი არ გაინძრა, ამიტომაც კითხეს შეჯიბრის კოორდინატორს თუ რა მოხდა. მან უპასუხა: ზოგჯერ შეურაცხმყოფელია იმის მტკიცება, რომ საუკეთესო ხარ.

არ არის აუცილებელი დაეშვა სხვების დონეზე, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ. კარგად დაფიქრდით და ძალები დაზოგეთ იმაზე, რას იმსახურებთ. გეპარდი თავის სიჩქარეს მხოლოდ ნადირობისთვის იყენებს, და არა იმისთვის, რომ ძაღლებს აჩვენოს, რომ ის უფრო სწრაფი და ძლიერია.

ნუ დახარჯავთ დროს საკუთარი ფასის მტკიცებაში“ – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე. ის აუცილებლად წავა ევროპაში, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ჩარკვი