in

ვიდეო: ლოჩოშვილისა და წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლები

გიორგი წიტაიშვილის კრაკოვის “ვისლა” პოლონეთის ექსტრაკლასადან გავარდა. “ვისლა” ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში “რადომიაკს” დაუპირისპირდა და 2:4 წააგო.

“ვისლა” მე-8 წუთზე წიტაიშვილის სადებიუტო გოლით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე წიტაიშვილის გუნდმა მეორეც გაიტანა, მაგრამ დარჩენილ დროში 4 ბურთი გაუშვა.

ქართული გოლი გავიდა ავსტრიაშიც. ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში ლოჩოშვილის “ვოფსბერგერმა” კიტეიშვილის “შტურმი” 4:1 დაამარცხა. ლოჩოშვილმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. ლუკამ 65 წუთი ითამაშა. ამ მატჩში კარგი ისიც მოხდა, რომ 72-ე წუთზე მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა.

“შტურმი” მე-2 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვთ. ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერი” კი მეხუთეა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “აუესთან” 0:1 დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორმატჩიანი პლეი-ოფის თამაში მოუწევს. გიორბელიძემ 85-ე წუთამდე ითამაშა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0