in ,

ეს ის მაინც არ არის: სიტის წაფორხილება ძვირად არ დაუჯდება

„სიტიმ“ ვეღარ მოიგო. ძირითადის მცველების გარეშე მოთამაშე „სიტი“ პირველ ტაიმში ორჯერ გამოიჭირეს კონტრშეტევაზე და ორივეჯერ ბოუენმა ივარგა. თუმცა მეორე ტაიმში გრილიშის სწრაფ გოლს, ცოუფალმა ავტოგოლიც „მიაშველა“ და ლიდერმა ანგარიშში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ მარეზმა პენალტი გააფუჭა და „სიტი“ 1 ქულას დასჯერდა. ეს ერთი შეხედვით შანსია „ლივერპულისთვის“, მაგრამ ალბათ დიდიც ვერაფერი. თუ ინგლისის თასის მომგებმა „ლივერპულმა“ სამშაბათს თავისი შეხვედრა მოიგო, სხვაობას 1 ქულამდე კი შეამცირებს, მაგრამ ბოლო ტურში „სიტი“ შინ უმოტივაციო „ასტონ ვილას“ ხვდება და იქ არათუ ფეხი დაუცდება, არამედ წესით ბევრ გოლსაც შეყრის.
გვარდიოლამაც იგივე თქვა პრინციპში: “სიტის” უბრალოდ სჭირდება მოუგოს “ასტონ ვილას”. თუ არა, ჩემპიონი “ლივერპული” გახდება”.
„ლივერპულმა“ კი თავისი შანსი ალბათ ერთი კვირის წინ გაუშვა, როდესაც „ტოტენჰემს“ ვერ მოუგო, ამიტომ ახლა „სიტისაც“ ჰქონდა 1 ფრის უფლება.

დღეს კი უმნეშვნელოვანესი თამაშია. „არსენალი“ სტუმრად „ნიუკასლს“ ეთამაშება. ამ მატჩის მოგება შეიძლება მილიონებსაც უდრიდეს. მოკლედ, სიტუაცია ასეთია: მე-4 ადგილზე „ტოტენჰემია“ და 2 ქულით ასწრებს „არსენალს“, ოღონდ „მეთიფეებს“ თავისი მატჩი დღეს უწევთ და თუ მოიგეს, ოთხეულში დაბრუნდებიან. მერე უკვე ბოლო ტურში, ყველაფერი საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ საშინაო მატჩი უწევს „ევერტონთან“.

აი “ევერტონს” რა დასჭირდება ბოლო ტურში, ეს კაცმა არ იცის. ლივერპულელებს შეეძლოთ თავი ქუდში შეეყოთ, მაგრამ შინ “ბრენტფორდთან” წააგეს. პირველი ტაიმი კაცნაკლულმა “ევერტონმა” 2:1 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში, 2 წუთში 2 გოლი გაუშვა და მერე თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ბოლოს კი კიდევ ერთი კაცი გაუგდეს.

პრემიერლიგა – XXXVII ტური

ტოტენჰემი – ბარნლი 1:0
ასტონ ვილა – კრისტალ პალასი 1:1
ლიდსი – ბრაიტონი 1:1
უოტფორდი – ლესტერი 1:5
ვესტ ჰემი – სიტი 2:2
ვულვერჰემპტონი – ნორვიჩი 1:1
ევერტონი – ბრენტფორდი 2:3

ორშაბათი, 16 მაისი
ნიუკასლი – არსენალი

სამშაბათი, 17 მაისი
საუთჰემპტონი – ლივერპული

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ხომ მე ვარ: კროოსმა აგუეროს ქანდაკებაზე იშაყირა

ვიდეო: ლოჩოშვილისა და წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლები