in ,

სამუშაო ჯერ არ დასრულებულა – XXXVII ტური

მილანურმა გუნდებმა ისევ მოიგეს და ბოლო ტურის წინ მდგომარეობა უცვლელია. “მილანს” არ ჰქონია მარტივი თამაში. ჯერ ერთი, რომ “ატალანტა” საკმაოდ უხერხული მეტოქეა, თან მოტივირებული, რადგან ბერგამოელები ევროზონაში მოხვედრას ცდილობენ. “მილანმა” სასიცოცხლო მნიშვნელობის და შესაძლოა გადამწყვეტი ქულები მეორე ტაიმში გატანილი გოლებით მოიპოვა. თავი ისევ და ისევ ლეაომ გამოიჩინა, რომელსაც ტეო ერნანდესმაც მიბაძა.

“მილანი” ჩემპიონი გახდებოდა, “ინტერს” რომ ვერ მოეგო, მაგრამ “ნერაძურიმ” მცირე შანსი ისევ დაიტოვა. სხვაობა მილანურ გუდებს შორის 1 ქულაა, მაგრამ “მილანს” კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: თანაბარი ქულების შემთხვევაში ის გახდება ჩემპიონი (ურთიერთშეხვედრებში არსებული უპირატესობის გამო), რაც იმა ნიშნავს, რომ “მილანს” ბოლო ტურში უმოტივაციო “სასუოლოსთან” ფრეც ჰყოფნის.

„მილანი“ 15 მატჩია ჩემპიონატში არ აგებს: 10 მოგება და 5 ფრე.

ლეაოს 3 გოლი და 3 ასისტი აქვს ბოლო 5 საჩემპიონატო მატჩში.

ლაუტარო – „ინტერის“ ისტორიაში მე-6 მოთამაშეა, რომელმაც 25 წლამდე გაიტანა 20+ გოლი სერია ა-ში.

ინძაგი: „მე მოვიგე სკუდეტო „ლაციოსთან“ ერთად, როდესაც 2 ქულით ჩამოვრჩებოდით. ეს შესაძლოა განმეორდეს“.

პიოლი: „ჯერ არ დაგვიმთავრებია. ბიჭებს ვაჩვენე კობი ბრაიანტის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“.

„ჯენოა“ სერია ა-დან პირველად გავარდა 15 სეზონში.

დიბალა დაემშვიდობა „იუვენტუსს“: „ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება ამ მაისურით. მისი ტარება ერთ-ერთი ყველაზე საამაყო იყო ჩემს ცხოვრებაში“.

“რომამ“ 46-ჯერ დაარტყა, „ვენეციას“ მეკარე მიაენპიან 15 სეივი გააკეთა – ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში 2019 წლის შემდეგ.

სერია ა – XXXVII ტური

ემპოლი – სალერნიტანა 1:1
ვერონა – ტორინო 0:1
უდინეზე – სპეცია 2:3
რომა – ვენეცია 1:1
ბოლონია – სასუოლო 1:3
ნაპოლი – ჯენოა 3:0
მილანი – ატალანტა 2:0
კალიარი – ინტერი 1:3

ორშაბათი, 16 მაისი
სამპდორია – ფიორენტინა
იუვენტუსი – ლაციო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლოჩოშვილისა და წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლები

ბასილაშვილი ჟენევაში ითამაშებს: განახლებულ რეიტინგში ქართველის პოზიცია უცვლელია