in

ბასილაშვილი ჟენევაში ითამაშებს: განახლებულ რეიტინგში ქართველის პოზიცია უცვლელია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი “როლან გაროსამდე” ჟენევაში Gonet Geneva Open-ის 250-ქულიან ტურნირზე ითამაშებს, სადაც მე-5 ნომრად იქნება განთესილი.

ჟენევაში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული არგენტინელი ფაკუნდო ბანისი იქნება. საკვალიფიკაციო ბადეში არგენტინელმა სლოვაკი ლუკას კლეინი და უკრაინელი ვიტალი საჩკო დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფაკუნდო ბანისს ერთხელ, 2015 წლის უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და მეტოქე სამ სეტში დაამარცხა.

ტურნირზე იასპარეზებენ რუსი დანილო მედვედევი, დენის შაპოვალოვი, დომინიკ ტიმი და სხვები.

ამავდროულად, დღეს განახლდა ATP-ის რეიტინგები. რომის მასტერსის გამარჯვების შემდეგ, პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში 38-ე მასტერსი მოიგო. ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიცია კი უცვლელია და კვლავ მსოფლიოს 25-ე ჩოგანია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამუშაო ჯერ არ დასრულებულა – XXXVII ტური

შერმადინი ზედიზედ მესამედ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ხუთეულში